"მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ"
პოლიტიკა - 13:40, 01 May, 2014     1433

"ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი შრომით მიაღწიონ წარმატებებს, კეთილდღეობას,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს შრომის საერთაშორისო დღე მიულოცა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის პირველი სხდომა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე რეფორმები, რომლებიც შრომითი გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს. ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში შრომითი რეგულაციების შესახებ, შრომითი ბაზრის ინსტიტუციონალიზაციის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, შრომით კოდექსში შესულ ცვლილებებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, აქამდე არსებული შრომის კოდექსი მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე იყო მორგებული, იგი, პრაქტიკულად, კაბალურ პირობებში აგდებდა დასაქმებულს.

"ახლა ჩვენ გვაქვს შრომის კოდექსი, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. მაშინ, როცა ჩვენ მივისწრაფვით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისკენ, ასეთი ცვლილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ კანონი ვერ იქნება ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების გარანტი. შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სპეციალური საზედამხედველო სამსახურის შექმნაზე, რომელიც კიდევ ერთი მექანიზმი იქნება ღირსეული, ჯანსაღი უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველსაყოფად,"- აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ახლო მომავალში სრულფასოვნად ამოქმედდება შრომითი დავების მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვნად დახვეწს შრომითი დავების დარეგულირების საკითხს. წელსვე მზად იქნება შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდება, შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნის თანახმად, სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი გადამზადება და გამარტივდება მათი დაკავშირება დამსაქმებელთან.

"ყველა რეფორმა, რომელზეც მოგახსენეთ, ასევე ხორციელდებადასაქმებულებისა და დამსაქმებლების უშუალო მონაწილეობით. დამთავრდა ის დრო, როდესაც სახელმწიფოში მხარეების ინტერესების იგნორირებით, ერთპიროვნულად მიიღებოდა გადაწყვეტილებები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას მთავრობის წევრები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42