პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მიმართულების ტრანსპორტის აკრძალვის ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჟენევის ფორმატში განსახილველი თემაა. აბაშიძის განცხადებით ქართული მხრაე საერთაშორისო და დიპლომატიური არხების დახმარებით მაქსიმალურად ცდილობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას.
„ზოგადად ეს საკითხი ჟენევაში განსახილველი თემაა. პრინციპიში ეს ყოველთვის დღის წესრიგში იდგება. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ არხებს მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ მინიმუმამდე იყოს მსგავსი ინციდენტები დაყვანილი. ზოგადად დაძაბულობა საოკუპაციო ზოლზე წინა წლებთან შედარებით ნაკლებია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციამ ახალგორის მიმართულებით დღეს დილიდან ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა ორშაბათამდე იმოქმედებს. დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დღეიდან ახალგორის მიმართულებით, საშვთა ახალი სისტემა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი საშვი ჯერ არ მიუღია.მასალის გამოყენების პირობები






