„მე მინდა გამოვეხმაურო პრემიერის განცხადებას, პირველ რიგში ცალსახად მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ის, რაზეც ის საუბრობს არის ტყუილი, ის კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში მისი ავტორი არის უმრავლეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი შალვა შავგულიძე და ასევე ლაშა ტუღუში, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და არასამათვრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რაც შეეხება ძირგამოთხრილ საქმიანობას იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც არის წარმოდგენილი დაკავშირებული იმასთან რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები, რომ მოუსმინოს 21 ათას ადამიანს და რომელსაც იგი წარმატებულად იყენებს, და ამის შესახებ საუბრობს არამარტო სამოქალაქო სექტორი, არამედ ამაზე საუბრობს ჰამერბერგიც, ამაზე არის საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც შესაბამისად ალბათ ეს ორგანიზაციებიც და ეს ადამაინებიც ძირგამომთხრელი საქმიანობით არიან დაკავებული, შესაბამისად ალბათ კორექტულობა იქნება კარგი გამოსავალი პრემიერის მხრიდან“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
პრემიერი განცხადებით, ის ვარიანტი, რაც არასამთავრობოებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტში წარმოადგინეს კატასტროფის ფასი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






