თეატრის მართვის სისტემაში სარეკომენდაციო საბჭო გაუქმდება
პოლიტიკა - 11:38, 01 May, 2014     1102
კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო, თეატრების მართვის სისტემაში აღარ იარსებებს. სარეკომენდაციო საბჭოს გაუქმებით სავალდებულო გახდება სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლსაც უფლებამოსილებები გაეზრდება.

სამხატვრო საბჭოსთვის უფლებამოსილების გაზრდას "პროფესიული თეატრების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატებმა ზაზა პაპუაშვილმა და გედევან ფოფხაძემ მოამზადეს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში სამხატვრო საბჭოების და დასის პოზიციების იგნორირებაზე საუბრობენ.

"თეატრის სამხატვრო საბჭოს შერჩევისას გაჩნდა აბსოლუტურად ზედმეტი რგოლი - კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს სახით, რაც ზედმეტ ბიუროკრატიულ რგოლს წარმოადგენს. არ ხდება სამხატვრო საბჭოს და თეატრის პოზიციის გაზიარება. არ არსებობს თეატრში ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმი და ბალანსი, რომელიც გამორიცხავს სამხატვრო ხელმძღვანელის ერთპიროვნულ, ზოგჯერ მიუღებელ გადაწყვეტილებებს და მეტიც, მის მიერ თეატრის ინტერესის უხეში დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების შესაძლებელობას", - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ შემოქმედებითი კოლექტივი დაცული უნდა იყოს პოლიტიკური კონიუნქტურისგან, არავის უნდა გაუჩნდეს თანამდებობაზე ყოფნის შეუცვლელობის განცდა და თეატრებში უნდა არსებობდეს თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობა.

"კულტურის სამინისტრო თეატრების ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი, მაგრამ უშუალოდ პოლიტიკის რეალიზაციაზე პასუხისმგებლობას თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი იკისრებს", - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, დგინდება ბალანსი მინისტრის, სამხატვრო ხელმძღვანელის, სამხატვრო საბჭოსა და თეატრის შემოქმედებით კოლექტივს – დასს შორის. თეატრებში პრობლემების გადაწყვეტისას სავალდებულო ხდება სამხატვრო საბჭოს და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის ურთიერთანამშრომლობა, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორი ხდება დასი. შემოქმედებითი კოლექტივები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას თეატრების ფორმირებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42