პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტში ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი არ არის.
ეკა ბესელიას თქმით, აუცილებელია საზოგადოებას და სასულიერო პირებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს არ წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, პარლამენტში ანტიდისკრიმინაციულ კანონს სასულიერო პირებთან ერთად დახურულ კარს მიღმა კიდევ ერთხელ განიხილავენ მუხლობრივად.
"ჩვენ, სასულიერო პირებთან ერთად, კეთილგანწყობილ გარემოში კიდევ ერთხელ განვმარტავთ თუ რას დებს კანონმდებელი ამ პროექტში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ცალსახად ითქვას, რომ არავითარი პროპაგანდა არ ხდება ამ კანონპროექტით სექსუალური უმცირესობის ურთიერთობის დაკანონების. აქ არავითარ ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი არ არის. კანონპროექტში დევს პირდაპირ ჩანაწერი, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება აღიარებულია და არც ერთი ეს ნორმა რომელიც ამ კანონპროექტში წერია არ იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ეს არასწორად გავრცელებული ინფორმაციები დღეს ამ შეხვედრაზე სასულიერო პირებთან ერთად კიდევ უნდა განვიხილოთ", - აცხადებს ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






