პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობოების და უმცირესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად შეაფასა.
„ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობოებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იყო კატასტროფის ფასი. ეს საფრთხეს შეუქმნის სამართალდამცავი სისტემის გამართულად მუშაობას. მოსახლეობაში გავაჩინეთ განცდა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დამთავრდა. ორი თვის წინ ვიგებთ, რომ იწყებენ ჩემთვის გაუგონარ კამპანიას სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მე მოვისმინე განცხადება, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია. ამას ყველას გასაგონად ამბობენ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის დამუშავება მე დავავალე ჩემს მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძეს. ეს კანონპროექტი გამოვიტანე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შევქმენით სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საბჭოში. ამ კანონპროექტზე მუშაობა გუშინ დასრულდა. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ღია კარის მტვრევა საჭირო არა. მივმართავ პარლამენტს, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაიწყონ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მიიღონ ეს კანონპროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






