ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტით რაიმე უკანონოს დაკანონება არ ხდება
პოლიტიკა - 10:03, 01 May, 2014     1765

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილ მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებს კანონპროექტთან დაკავშირებით სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია არ აქვთ.

პრემიერმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს სასულიერო პირებთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის არსის დეტალური გაცნობა დაავალა.

„სასულიერო პირების ერთ-ერთი წუხილია, რომ ამ კანონპროექტით ხდება ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება და რომ მოხდება პროპაგანდა ან რაღაც საშინელება ქვეყანაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აღნიშნული კანონპროექტით რაიმე უკანონოს დაკანონება არ ხდება, არავის მიეცემა პროპაგაგანდის საშუალება და არავის მიენიჭება დამატებითი უფლებები“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, სასულიერო პირების მეორე მთავარი წუხილია ის, რომ მათ თითქოს ქადაგება აეკრძალებათ.

“ამ კანონის მიხედვით არავის და პირველ რიგში, ეკლესიას არ შეეზღუდება ქადაგების უფლება. აღნიშნული კანონი არ ეხება სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას და ამ მიზნით კანონპროექტში ცალკე მუხლი გავაჩინეთ. შესაბამისად, როგორც მთავრობის მეთაური და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არც ერთი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კანონი და არავითარი საფრთხე არ არსებობს, რომ ამ კანონით ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ტრადიციებსა და ფასეულობებს საფრთხეს შევუქმნით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42