ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა.
დაგეგმილია აპატრურაის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
როგორც ნატო-ს მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრების დროს რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია იქნება განხილული.
“აქ იმისთვის ვარ, რომ რეგიონული უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია განვიხილო, რაც ყველა ქვეყნისთვის რთულია, მათ შორის საქართველოსთვისაც. მეორე განსახილველი საკითხი პრაქტიკული თანამშრომლობა იქნება, მათ შორის საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და ჩვენი თანამშრომლობა რეფორმების პროცესში. რამდენიმე კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გვექნება, სადაც ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ საქართველოსთან და ყველა ასპირანტ ქვეყანასთან მიმართებაში. ასე რომ, ეს არის სისტემის შემოწმების შანსი. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევხვდე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ყველა საკითხს ერთად გადავხედოთ”,-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






