პრეზიდენტი - რუსეთის აგრესიას არ შევეგუებით და საქართველო ტერიტორიულად გამთლიანდება
პოლიტიკა - 23:06, 30 Apr, 2014     2028

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და აუცილებლად იქნება ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული სახელმწიფო.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შემდეგ საქართველოს რუსეთთან მტრული ურთიერთობა არ ექნება.

“მე მესმის, რომ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ მაგრამ, ხომ არ ვართ ისტერიულები. ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა შევეცადოთ და რუსეთთან მიმართებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ არასდროს არ შევეგუებით იმ სტატუსს, რომელშიც ვართ ახლა, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ამასთან მიმართებაში ჩვენ ძალიან სერიოზული რესურსი გვაქვს, ეს არის ჩვენი ხალხის მთლიანობა და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. შემდეგი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ რუსეთთან დაპირისპირებული ქვეყანა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის კეთილმეზობლობისკენ რეგიონში და რომლის სიმშვიდე, კეთილმეზობლობა, დალაგებულობა რუსეთისთვის ხელსაყრელია და არა საზიანო. ჩვენ ვართ მეზობელი, რომელსაც არანაირი მტრობა არ ექნება რუსეთთან როგორც კი ჩვენი ტერიტორიული საკითხები მოგვარდება. ჩვენ არ ვართ მტერი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც თავის თავზე განიცადა რუსეთის აგრესია. ჩვენ ამ აგრესიას არ შევეგუებით და საბოლოოდ საქართველო მაინც იქნება ტერიტორიულად მთლიანი, სუვერენული და ამას ვერაფერი დაუდგება წინ. მუდმივად ვეტყვით რუსეთს, რომ ჩვენ არ ვართ მტრები, მაგრამ გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობა”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “პირველ სტუდიაში”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42