კამპანია „ეს შენ გეხება“-ს წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ელიან. ისინი ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან. არასამთავრობოთა მოთხოვნა უცვლელია -დროულად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან. არასამთავრობოების წარმომადგენლების თქმით, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება.
„პირველი მოსმენითაც კი არ გასულა ყველა კომიტეტზე, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. აქ საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რომ პროცესი ჭიანურდება და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სამართალდამცავი ორგანოები არიან წინააღმდეგი იმ სისტემური ცვლილებისა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“| აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






