პრემიერი - ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო წარმატებები ყოველთვის სიმტკიცის მაგალითია
პოლიტიკა - 18:39, 30 Apr, 2014     2205

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ამ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს ულოცავს.

„გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივია. თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგახართ - ერთგულებით, საქმის ცოდნითა და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი ჯარისკაცებისა და მეთაურების საბრძოლო წარმატებები ყოველთვის შეუპოვრობისა და სიმტკიცის მაგალითია.

23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალები ჰყავს. ყველას კარგად ახსოვს ის წლები, როდესაც ჩვენს სამხედროებს არ ჰქონდათ ელემენტარული პირობები, მაგრამ ჰქონდათ მთავარი - სამშობლოს ერთგულება და თავგანწირვა.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოთ, სამშობლოში თუ სამშობლოდან შორს - უცხო მიწაზე.

ჩვენი მთავრობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და გვერდში უდგას იმ ოჯახებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგეს მამები, შვილები, ქმრები. მიმდინარე წლის იანვრიდან ეს ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ, მომავალი წლიდან ამ თანხას გავაორმაგებთ. ეს არის ის მცირედი, რითაც ჩვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და პატივისცემას გამოვხატავთ ჩვენი გმირი მეომრების მიმართ.

სახელმწიფოს ვალია იზრუნოს მათზე, ვინც სამხედრო ვალდებულების შესრულებისას დაიჭრა. ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირსეული ნაწილია - სწორედ მათ ერგოთ პატივი ბრძოლის ველზე დაეცვათ ჩვენი სამშობლო - ეს ღირსეულთა ხვედრია.

მინდა განსაკუთრებულად მივესალმო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ახლა სამშობლოდან შორს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ. მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად აღიარებს.

მთავრობა შეძლებისდაგვარად ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს ღირსეული პირობები შეუქმნას. ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვზრუნავთ ჩვენი სამხედროების ჯანდაცვაზე, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოსა და ხალხის უპირველესი მოვალეობაა.

გისურვებთ ყველას, ღირსეულად იდგეთ ქვეყნის სამსახურში და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პროცესში“, - ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42