"არავინ აყენებს საკითხს ასე, რომ მოსახლეობამ არჩევანი გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის"
პოლიტიკა - 18:28, 30 Apr, 2014     2049

„ბურჯანაძე - ერთაინი ოპოზიციის“ ლიდერი ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხი აჟიოტაჟს "ხელოვნურად ინსპირირებულს" უწოდებს.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული თემის გარშემო ვითარების გამწვავება იმ ძალების მიერ ხდება, რომელსაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა სურთ.

"სრულიად გაუგებარია, "ქართული ოცნების" პოზიცია, რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ისედაც არის საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი. ის ფაქტი, რომ დისკრიმინაციას არავინ არ უნდა ეგუებოდეს, ეს საერთოდ კითხვის ნიშანსაც არ იწვევს. მაგრამ ასეთი აფიშირება და რეკლამირება იმ თემებისა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის უკან დგას, ეს ნამდვილად არ შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში. ეს არის ხელოვნურად მოტანილი თემა, იმ მიზეზით რომ ყურადღება იქნას გადატანილი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისაგან. მე არ მესმის, ვის საქმეს აკეთებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და საერთოდ ვერ გავიგე, რა მიზანს ემსახურება დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ თურმე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე ყოფილა დამოკიდებული ჩვენ ევროპისკენ წავალთ თუ დავრჩებით რუსეთში. ჩვენ რა, რუსეთში ვართ? მე მეგონა, რომ რუსეთში არ ვიყავით. აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ თურმე ჩვენ რუსეთში ვყოფილვართ. ესეც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანია. არავინ არ აყენებს საკითხს ასე, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის. ასე საკითხის დაყენება ეს არის, ნამდვილად საქართველოს სახელწმიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. ასე საკითხის დაყენება, ნამდვილად არ ასხამს ევროპის და დასავლური ცივილიზაციის და ფასეულობების წისქვილზე წყალს. ასე, რომ ბატონებო, ან დაუკვირდით რა განცხადებას აკეთებთ, ან მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ ვის საქმეს აკეთებთ! საქართველოს საქმე ამით ნამდვილად არ კეთდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42