იოსებ ქადაგიშვილი ვიცე-მერობისთვის ემზადება
პოლიტიკა - 18:22, 30 Apr, 2014     3041

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე ოსებ ქადაგიშვილი თბილისის ვიცე-მერობისთვის ემზადება.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ქადაგიშვილი ჯერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით საკრებულოში გადავიდეს და შემდეგ გახდეს ვიცე-მერი.

„ეს არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ღარიბაშვილი-თამაზაშვილის ოჯახის კლანს საგზაო დეპარტამენტში. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ის გარეული იყო სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში და მოვითხოვეთ მისი გადაყენება, მაგრამ ეს არ მოხდა. ეხლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქადაგიშვილი გადადგა თანამდებობიდან. ის უფრო ადრე უნდა გადამდგარიყო , რადგან მას არ უნდა ჰქონდეს შეხება საბიუჯეტო სახსრებთან. არ ვთვლი, რომ გადადგომა მის კორუფციულ საქმიანობას შეიძლება უკავშირდებოდეს. შემიძლია ორი ვარაუდო გამოვთქვა. ერთი, რომ ჯანყარაშვილის კადრი გახლავთ ქადაგიშვილი და შესაძლოა ჯანყარაშვილის გადადგომამ იმოქმედა მის წასვლაზე. თუმცა უფრო რეალური მგონია მეორე ინფორმაცია, რომელსაც მე ვფლობ. ის ემზადება თბილისის ვიცე-მერობისთვის. უნდა , რომ საკრებულოს სიით გახდეს დეპუტატი და იმ შემთხვევაში თუ ნარმანია მოიგებს არჩევნებს გახდეს ვიცე-მერი“, - განაცხადა ნადირაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

იოსებ ქადაგიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც „ნიუპოსტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქადაგიშვილმა საკუთარი სურვილით მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42