ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი: ,,მავთულხლართების დემონტაჟი აუცილებელია"
პოლიტიკა - 17:28, 30 Apr, 2014     1518

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1198-ე სხდომაზე, 29-30 აპრილს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის მარტის პერიოდს.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დადებითი შეფასება მისცეს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული მოხსენების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა. ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელშიც გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე მავრთულხლართების გავლების შედეგად არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში პირველად ხაზგასმულია, რომ რუსეთმა განახორციელა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნული დაბრკოლებების მონტაჟი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, იწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევას და აღნიშნულია მათი დემონტაჟის აუცილებლობა. წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომისარს, განახორციელოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ხაზი გაუსვეს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე ქართული დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებზე.

"ქართულმა მხარემ მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. საქართველოს დელეგაციამ კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენების - "კონფლიქტი საქართველოში" წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას. სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა გამო, ასევე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე მავრთულხლართების გავლების პროცესთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა აღნიშნულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. სხდომაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს სუამ-ის წევრმა ქვეყნებმა, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ხსენებული მოხსენების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებულ მოხსენებას და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი "კონფლიქტი საქართველოში" ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42