„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტში“ კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
"კანონპროექტის მესამე მუხლიდან ამოღებულია ჩამონათვალი, სადაც ჩაწერილი იყო სფეროები და მასში შედიოდა სასკოლო დაწესებულებები, განათლების სხვადასხვა ადგილები და საჯარო დაწესებულებები. ძალიან ბევრი უწყება, რომელიც ამ ჩამონათვალში იყო, სპეციალურ დათქმას გულისხმობდა ანტიდისკრიმინაციულ მოქმედებების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოთხოვნა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათი მხრიდან იყო შიში გამოთქმული, რომ შესაძლებელია სასწავლო დაწესებულებები გამოყენებულ იყოს პროპაგანდის ადგილად, ამიტომ ეს ჩამონათვალი კანონპროექტიდან ამოვიღეთ", - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






