ლაგაზიძე: "ივანიშვილის მიერ "აღმა ხნული", ხელისუფლებამ "დაღმა არ ფარცხოს“
პოლიტიკა - 15:16, 30 Apr, 2014     2164

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში მყოფი რამდენიმე დაწესებულების ხელისუფლების საკუთრებაში გადაცემას ეხმაურება.

მისი თქმით, მთავარია ხელისუფლებამ ყოფილი პრემიერის მიერ გადაცემული „სანერგე მეურნეობა თუ საჩხერელის ჯანმრთელობას“ კარგად მიხედოს.

„მოდით რა, ადამიანებო ვისწავლოთ ყველაფერისთვის თავის სახელის დარქმევა: სიკეთეს ქვია სიკეთე და ბოროტებას ბოროტება, ქველმოქმედებას - ქველმოქმედება; ხელისუფლების გარეთ ყოფნა სხვა ვალდებულებებს წარმოშობს და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ - სხვას. ააშენა ივანიშვილმა სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა უფასო სამედიცინო დახმარების ცენტრები და საავადმყოფოები? აშენა. გადმოცემით არ ვიცი: ურეკში სანატორიუმი გვაქვს და გადაუდებელი სამედიცინო დამხარებისას, როცა შემთხვევა ჩვენი მედპერსონალის კომპეტენციის სფეროს ცდებოდა, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი ყოველთვის აჭარა-გურიის საზღვარზე მდებარე "ივანიშვილის" სასწრაფო დახმარების ცენტრში გადაგვყავდა და ამ წლების მანძილზე 4 ადამიანს მათი დამსახურებით შევუნარჩუნეთ ჯანმრთელობა და სიცოცხლეც. რა დაშავდა იმით, თუ ახლა თავისივე მოყვანილ ხელისუფლებას გადასცა საპატრონოდ (როგორ მიხედავენ ეს ცალკე საკითხია) თავისი სანერგე მეურნეობა თუ საჩხერელის ჯანმრთელობა?! კაცმა რომ თქვას, ჩემი და თქვენი შვილები თუ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით (სხვა საკითხია, რამდენად სრულყოფილია ეს დაზღვევა) სარგებლობენ, განსხვავდებიან რამით საჩხერელი ბავშვებისგან?! არა დისკრიმინაციას და სეგრეგაციას, მათ შორის ჯანმრთელობის სფეროშიც ნუ გავაუფასურებთ კრიტიკას: ახლა მთავარი ის არის, ივანიშვილის მიერ "აღმა ხნული" ხელისუფლებამ "დაღმა არ ფარცხოს“, - წერს ლაგაზიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42