იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მხარს უჭერს.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ იწვევს ეს კანონი აღშფოთებას საერო თუ სასულიერო პირებს შორის.
მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ პატრიარქის სახელი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„არაფერი არ არის ისეთი, რამაც შეიძლება ერში თუ ბერში ვინმე შეაშოფთოს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია. ამ კანონპროექტში არაფერი მოასწავებს იმაზე, რომ როდესმე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება იქნება ნებადართული ან ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანა შეეძლებათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს ჩვენი საზოაგდოების ყველაზე პატივსაცემი პირის კათოლიკოს-პატრიარქის ნერვიულობა, მისი სახელის მოხსენება იქ, სადაც სულ სხვა ტიპის საკითხები იხილება. დღეს ეკლესია და სახელმწიფო ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებში ერთსულოვანია“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






