კოჟორიძის თქმით, კანონმა უნდა განსაზღვროს კონკრეტული მოქმედებები და კონკრეტული პასუხისმგებლობის საფუძვლები იმ პირთა მიმართ, ვინც დისკრიმინაციულ ქმედებას ჩაიდენს.
მისივე თქმით, კანონპროექტში საუბარია სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე, მაგრამ სახალხო დამცველს დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ისედაც შეუძლია რეკომენდაციის გაწევა და ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არ არის.
საიას თავმჯდომარის განცხადებით, ბუნდოვანი და გაუგებარია რა სანქცია იქნება გატარებული იმ პირთა მიმართ ვინც ამ ტიპის მოქმედებას ჩაიდენს.
"ჩვენ ვამბობთ, რომ შემოღებული უნდა იქნეს დაჯარიმების მექანიზმი. დღეს არსებული კანონპროექტი ჩვენთვის სრულად მისაღები არ არის. თუ პირმა არ იცის და ვერც ამ კანონში წაიკითხავს, რომ დისკრიმინაციული ქმედების ჩადენის შემთხვევაში მას შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, მაშინ მიჩნდება კითხვა, როგორ მოვახდენთ პრევენციას, როგორ მოახდენენ ეს ადამიანები თავშეკავებას ამ ქმედების ჩადენისგან თუ მათ არ ეცოდინებათ, რომ თუ ასეთ ქმედებას ჩაიდენენ, პასუხისგება მოუწევთ. მაშინ შეიძლება პირიქით, გარკვეულწილად წამახალისებელიც იყოს, რომ მივიღოთ კანონი, რომელიც თითქოს დისკრიმინაციას ებრძვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ასეთი ხმაურით მიღებული კანონი არ იქნება კონკრეტული მექანიზმის შეცველი, მაშინ კონკრეტულმა პირმა ისევ შეიძლება ჩაიდინოს ქმედება და ამ ქმედებას არ მოყვეს რეაგირება", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






