უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ხელისუფლების დროს შეჩერებულ და დაკონსერვებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი 2012 წლის შემდეგ, საქართველოს 703 მილიონის პროექტები დააკლდა.
მელიქიშვილის ინფორმაციით, ახალი ხელისუფლების დროს ჩინოვნიკების ხელფასების გაზრდაზე 138 მილიონი დაიხარჯა.
„ლაზიკის პროექტი გაჩერებულია. გაჩერებულია ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის იდეაც რეგიონში განათლების ხელშეწყობა იყო. ასევე გაჩერებულია ფოთის აეროპორტი და კიდევ ბევრი სხვა პროექტი, რომლის ნუსხაც შეიძლება გადმოგცეთ. ჩვენ მოგიწოდებდით 2013 წელს, რომ მიგეხედათ ბიუჯეტისთვის. 703 მილიონის პროექტები დააკლდა საქართველოს. ერთადერთი, რამაც მოიმატა 138 მილიონით, გაიზარდა ჩინოვნიკების ხელფასები“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






