ირაკლი ალასანია დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო
პოლიტიკა - 12:21, 30 Apr, 2014     1521

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აშშ-ში ვიზიტი ირაკლი ალასანიამ სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში სტუმრობით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კლინიკაში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავებულ ქართველ სამხედროებს შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა ინფორმაცია რეაბილიტაციის პროცესის შესახებ. ირაკლი ალასანია ქართველი სამხედროების პროთეზირების კურსის შესახებ ექიმებსაც გაესაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროსთვის და მთელი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცებია. განსაკუთრებით ისინი ვინც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა ქვეყანას შესწირა. დღეს სან დიეგოში ჩვენი გმირი ბიჭები მოვინახულეთ, რომლებიც პროთეზირებისა და რეაბილიტაციის კურსს გადიან. ძალიან მიხარია, რომ მათ ამ ახალი ტექნიკის ათვისებაში ასეთი პროგრესი აქვთ. უახლოეს პერიოდში ისინი სამშობლოს დაუბრუნდებიან და შეიარაღებული ძალების სამსახურში ჩადგებიან. მინდა ყველას სახელით, მთელი საქართველოს სახელით, ამ ბიჭებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ემსახურებიან სამშობლოს და მომავალშიც გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსაახურეების მოსანახულებლად, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი.

პიტერ ჰარშის კლინიკაში დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ პროთეზებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით უცვლიან. ამჟამად ისინი ახალი პროთეზების მორგებისა და შეგუებისთვის შესაბამის ვარჯიშებს გადიან და ახალი კიდურების მოხმარების წესებს ეუფლებიან. უახლესი თაობის ელექტრო პროთეზი სამხედროებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42