ზურაბიშვილი: ეკლესია თავისი მხრიდან სიტუაციას ამწვავებს და აქეთ იმუქრება
სოც.მედია - 10:22, 30 Apr, 2014     3071
პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

„ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას... 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის.... ხელისუფლება ამტკიცებს კიდევ ერთხელ, ანტიდისკრიმაციულ კანონს "ევროპელები ითხოვენო".... მაგრამ ხალხს არც არავინ უხსნის თუ რატომ არის ასე გადაუდებლად საჭირო (და არის კი?) და რა შედის ამაში. ამ დროს კი ვრცელდება, რომ მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს ეხება თურმე ეს კანონი; ამავე დროს არც არავინ უხსნის ევროპელებს - ახლახან ჩამოსულ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შესაძლოა უკრაინის ფონზე და იმ დროს როცა რუსეთი სწორედ აგრესიას ავლენს და ამ თემებით (სხვა რა გააჩნია რომ ვითომ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღირებულების დამცველად მოგვევლინოს!!!!!) აპელირებს, შეიძლება არც დროული იყოს და არც აუცილებელი აჩქარებული ტემპით ისეთი კანონის მიღება რომელიც საქართველოში არსებულ პრობლემას არ პასუხობს.... მეორე მხრივ კი ეკლესია თავისი მხრიდან ამ სიტუაციას ამწვავებს და აქეთ იმუქრება! ამ ორს შორის ხომ „ნაცები ურევენ და ურევენ!

რა დროს ესაა? ... გვერდით სახლი იწვის ...ჩვენი გადარჩენა კი ჩვენ სტაბულირობაზე, ერთად ყოფნაზე, პროვოკაციების და დაპირისპირების აცილებაზე გადის! ... ხელისუფლებას თუ ეს არ ესმის და ნებსით თუ უნებლიეთ ხაფანგში ეხვევა, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება ...ასევე ეკლესიას... ყველას დღეს ევალება თავშეკავება, დაფიქრება, სიმშვიდე და ფიქრი მხოლოდ ერთი მიმართულებით: როგორ გავიყვანოთ ქვეყანა იქით მშვიდ სანაპიროზე! ეს ყალბი იდეოლოგიებით - ვინ ვითომ ლიბერალი - და ვინ ვითომ ტრადიციონალისტი - არ ხდება : ერთადერთი გზა სახელმწიფოებრივი შეგნება , შემწყნარებლება და ქვეყნის აშენება ნგრევის მაგივრად.... ამიტომ ყველამ 17 მაისამდე ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს, გაჩერდეს და ღრმად შეისუნთქოს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42