ნოე სულაბერიძე, ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა ხოფერია - დებატები "ფეისბუქზე"
სოც.მედია - 09:51, 29 Apr, 2014     11329
შოუების სიმრავლე და წამყვანთა და პროდიუსერთა ციებ-ცხელება ქართულ ტელესივრცეში. გამოქვეყნებული რეიტინგები, გულდაწყვეტილი პროდიუსერები, მოქიშპე კოლეგები, ტელესივრცის მიღმა გამართული შოუები და მოსეირე პუბლიკა. იმედის შოუების პროდიუსერი ნოე სულაბერიძე "ფეისბუქზე" განცხადებას აქვეყნებს და კოლეგებს მოუწოდებს რეიტინგების აფიშირებისგან თავი შეიკავონ.

ნოეს ამ განცხადებას სხვებთან ერთად ინგა გრიგოლიას, ეკა ხოფერიას და ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარებიც მოჰყვა.

ნოე სულაბერიძე:

როგორც ვიცი, რეიტინგები ყველას ერთი და იგივე მოგვდის, თუმცა ზედმეტად გახდა ყველაფერი აფიშირებული. ვერ ვხვდები რა შეიცვლება სოც.ქსელის ამხელა აუდიტორიიდან ნებისმიერი, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს ტელევიზიასთან თუ გაიგებს რამდენად დიდი სხვაობით უგებს ,,ცეკვავენ ვარსკვლავები" ,,პროფილს", როგორ მოიგო ინგა გრიგოლიამ კონკურენტთან, რამდენად ხშირად უგებს თურქული სერიალები ნანუკას და ხოფერიას, ან პირიქით, რა ციფრით იმარჯვებს P.S. ან ,,ჩემი ცოლის დაქალები", და რა არის რეალური სხვაობა ,,ორ ვარსკვლავს" და ,,X ფაქტორს" შორის. ვფიქრობ ზედმეტად ხდება უკვე თემის ანგაჟირება და ამიტომაცაა (შეამჩნევდით ალბათ) რო გარკვეული პერიოდია გადავწყვიტე საერთოდ აღარ გამოვაქვეყნო მოგებული რეიტინგები და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ კოლეგებო, ასე უფრო სწორია.

ეკა ხოფერია: მე ცოტა ისტერიული მეჩვენება ეს აჟიოტაჟი ნოე) მეც არ ვდებ არასდროს 0,6 წამიგია, თუ მომიგია, ან რეგიონი 5 პროცენტით მომიგია თუ თბილისი წამიგია)ამიტომ ვაკეთოთ კარგი გადაცემები და დანარჩენი მაყურებელზეა)

ინგა გრიგოლია: მე ჩემს რეაქციას ტეტ ა ტეტ გეტყვი ამ ყველაფერზე და თან ვხოხავ სიცილით...))) ოღონდ ორ გადაცემას ვაზივარ და ამ ორიდან მეორემ ბოლოში 0 და რაღაც პროცენტით რომ ოდნავ მოიგო))) და წაგებულია გრიგოლიაო))) მე გეთანხმები...დღეიდან არც ერთ რეიტინგს აღარ გავასაჯაროვებ....ძაან უხერხულ სახეს იძენს ეს ყველაფერი)))ძაან ))თუმცა,ღმერთი-რჯული,არც ერთი ციფრი არ გამომიქვეყნებია აქამდე და არც ვაპირებ,თუმცა საამაყოდ ნამდვილად გვაქვს საქმე,აგერ უკვე მეთორმეტე გადაცემაა)) მარა 0 რაღაცაზე როგორ არ გამცინებოდა -ვითომ რომ წავაგე))))

Nanuka Zhorzholiani ნოე ხუთშაბათს რომ გილოცავდნენ რეიტინგებს მაშინ რატომ არ დადე ეს პოსტი:)))

Noe Sulaberidze ნანუკა არაფერი დამიდია შეგიძლია ნახო მიუხედავად იმ სხვაობით მოგების, რაც შენც კარგად ნახე )) ორშაბათის რეიტინგებს ისე აქტიურად პოსტავ მეგონა ხუთშაბათის რეიტინგსაც პირველი შენ დადებდი ))

Nanuka Zhorzholiani Noe Sulaberidze ცეკვვენ ვარსკვლავებმა

რომ პროფილს მოუგო რუსთავი 2- ის თანამშრომელს რატომ

უნდა დამედო?;) მაგრამ კოლეგებმა მოგილიცეს და

მაშინ არ დაგიწერია რეიტინგებზე ყურდღების გამახვილება არ მომწონსო:)

Noe Sulaberidze რო შევხვდებით მერე გიპასუხო ჯობია...აქ მე და შენი პოლემიკა მეზედმეტება...ნანუკ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42