ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს მიმართავს.
მიმართვის ტექსტს ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.
„თინა, შენგან მიკვირს ეს. მიმაჩნია რომ შენ ხარ ის ადამიანი ვინც უდანაშაულობის პრეზუმფციას არ უნდა არღვევდე მშვიდად ვიყავი კოალიციაში რესპუბლიკელების ყოფნის გამო, ვფიქრობდი რომ ბევრ სტაჟიორ კოლეგას სწორედ თქვენ ასწავლიდით პოლიტიკური ანა - ბანას:) მაგრამ როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მაღლა, ყოველთვის პარტიული ინტერესები იდგება“, - წერს ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანის მიმართვას ხიდაშელიც პასუხობს.
„ნანუკა ბოდიში, მაგრამ აბსოლუტურად არასწორია ჩემგან შეპასუხება შენთვის. გასაგები მიზეზის გამო და ასევე დამატებით იმიტომ, რომ შენი სხვა პოსტი ვნახე იმაზე რატომ ცემეს ვალერი, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის“, - წერს თინა ხიდაშელი.
„თინა იქ წერია რომ პროკურატურა ამბობს:) დამარკერებული სტატია დევს საქმეში და მაგ აბზაცებზეა გასმული ფოსფორისფერი მარკერი:)“, - პასუხობს ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






