ახალაიას ადვოკატი უკანონო მოსმენის კონკრეტულ მაგალითს ასაჯაროვებს
სოც.მედია - 18:25, 25 Apr, 2014     2527
კუდის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენას ახორციელებს.
„მსურს გამოვხატო პროტესტი და უკიდურესი აღშფოთება ხელისუფლების მიერ ჩემი სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით! გუშინ, 2014 წლის 24 აპრილს, ერთერთ სატლეფონო საუბარში ვახსენე, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილ განაჩენში, დავით ახალაიას პირადი ნომერი შეტანილია არასწორად, რამაც შესაძლოა წარმოქმნას სამართლებრივი პრობლემა საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით ახალაიას პერსონის იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით.
დღს, 2014 წლის 25 აპრილს დაახლოებით 12:15 საათზე დამიკავშირდა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის თანაშემწე და მაცნობა, რომ გამოტანილია შესაბამისი განჩინება, რომლითაც განაჩენში შესწორდა ტექნიკური ხარვეზი დავით ახალაიას პირად ნომერთან დაკავშირებით.
სასამართლოს შესაბამისი მოხელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სასამართლოში დარეკა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა და მოითხოვა – დავით ახალაიას პირად ნომერთან დაკავშირებით განაჩენში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შესწორება. ვინაიდან პროკურატურას ფრიად ეჩქარებოდა ამ საკითხზე შესაბამისი განჩინების მოპოვება, სასამართლოში შუამდგომლობა არ შეუტანიათ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მოთხოვნით დაკმაყოფილდნენ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ განაჩენი გამოტანილია ა.წ. 14 მარტს და ხსენებული ტექნიკური ხარვეზი შეუმჩნეველი იყო ჩემს მიერ კერძო სატელეფონო საუბარში ამ საკითხის წამოჭრამდე“, - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42