ხათუნა ლაგაზიძე - ჯერი ხელისუფლებაზეა, საქართველოც არ იქცეს "დიდი საჭადრაკო" დაფის პაიკად
სოც.მედია - 18:24, 24 Apr, 2014     1666

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და ამ მოვლენებიდან გამომდინარე რეგიონში მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს.

ლაგაზიძე იმედოვნებს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად "დიდი საჭადრაკო" დაფის პაიკად არ იქცევა. ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში „ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა“.

„პუტინმა ნატოს“მკვეთრად გაუვლო ის ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც თავის სასიცოცხლო ინტერესების შელახვად აღიქვამს და ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად: ეს ზღვარი რუსეთის მეზობელ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე გადის. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ დაუშვებს მის გაძევება-შევიწროებას შავი ზღვის რეგიონში. ეს იყო პასუხი კითხვაზე, რომ თითქოს ნატო ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსად ევლება რუსეთს გარშემო და ახლა უკვე საქართველოსა და უკრაინის შესრუტვას ცდილობს. სწორედ საქართველო და უკრაინა არიან შავი ზღვის ის ქვეყნები, რომელთა დათმობას ნატოსთვის რუსეთი ცოცხალი თავით არ აპირებს. როგორც ჩანს, რუსეთის ამ პოზიციის გამოძახილი იყო პრეზიდენტ ობამას ამასწინანდელი განცხადებაც, რომ "ნატოს გაფართოება და მასთან უკრაინისა და საქართველოს მიერთება ახლო მომავალში არ იგეგმება".

ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელია, მაგრამ თუ პროცესებს გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ჯერ ყველაფერი წინ არის. ამ მხრივ საყურადღებოა პუტინის განცხადება ერთიანი ევროპის თაობაზე. მისი თქმით, სწრაფად ცვალებად და კონკურირებად მსოფლიოში ევროპა უნდა იყოს ერთიანი, რათა შეინარჩუნოს წამყვანი პოზიციები, გლობალური მოთამაშის როლი და შემდგომი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. ბუნებრივია, პუტინის წარმოდგენით ევროპის "შემკრების", "გამაერთიანებლის" როლი, ალბათ, რუსეთს მიეკუთვნება და ამ საქმეში პარტნიორად გერმანია და საფრანგეთი ეგულება. გასაგებია, რომ ამგვარად "შეკრებილ-გაერთიანებულ" ევროპაში ამერიკის ჰეგემონობის ადგილი აღარ არის. ეს არის, როგორც ჩანს, პუტინის გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის რეალისტურობასა და სიცოცხლისუნარიანობაში, რა თქმა უნდა, შეიძლება დავეჭვდეთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ ცინიკურად უდგებოდნენ პუტინის მიერ დაანონსებული ევრაზიის კავშირის შექმნის იდეას და დღეს რამდენად რეალურია მისი კონტურები, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ამ იდეის ხორცშესხმაზე დახარჯავს პუტინი ნაკლებ ძალისხმევას. ამასთან, კომფორტსა და კონფორმიზმზე ორიენტირებულ, არაიდეოლოგიზებულ ევროპაში, სადაც საინფორმაციო ბარიერები მორღვეულია, პუტინი ცდილობს მკვეთრად სტრუქტუირებული კონსერვატიული იდეოლოგიით შევიდეს - ტრადიციულ მორალსა და ეთიკაზე აპელირებით.

მაგრამ უკრაინაში განვითარებულ პროცესებში რუსეთის როლმა ხიბლში ჩავარდნილ ევროპელებსაც დაანახა რუსეთის რეალური სახე და ხელწერა: XXI საუკუნეშიც „ევროპის შემოკრების“ რუსული კონცეფცია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიასა და ინტერვენციას გულისხმობს. ეს მწარე სილა იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძლივს გადადგა რეალური ნაბიჯი და დაბლოკა რუსეთის გიგანტური პროექტის, "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა, რომელიც ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით აპირებდა. შეიძლება ითქვას, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან ეს ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე რეალურია.

თითქმის იმავდროულად ვრცელდება საყოველთაოდ ცნობილი ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აშშ-მა რუსეთი ხანგრძლივ და ძალაგამომცლელ დაპირისპირებაში უნდა ჩაითრიოს უკრაინაში (იხ. გვ. 5). ეს გულწრფელობით გამაოგნებელი ინტერვიუ ზედმიწევნით ათვალსაჩინოებს შიშს რუსეთის ამბიციებისა და ევროპაში მისი გავლენის გაფართოების წინაშე.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამერიკას დიდი შანსი აქვს, ევროპისთვის ბრძოლის ეს რაუნდი მოიგოს და ის რუსული საფრთხის წინაშე გააერთიანოს. ამ გზაზე მას ტაქტიკური უკან დახევაც უღირს, ნატოს გაფართოებაზე დროებითი უარის თქმით, მით უფრო, რომ ეს პერსპექტივა არც მის ევროპელ პარტნიორებს ხიბლავდათ, რომლებიც პარალელურად პუტინთან მეგობრობაში იყვნენ "შემჩნეულნი". თუმცა, იმავდროულად, "სამხრეთის ნაკადის" შეწყვეტით კიდევ უფრო იზრდება საქართველოზე გამავალი გაზსადენის მნიშვნელობა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ სწორედ რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისთვის. ასე რომ, ფსონები ძალიან მაღალია.

ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ უკრაინის მსგავსად საქართველოც "დიდი საჭადრაკო" დაფის პაიკად და საჯილდაო ქვად კი არ იქცეს, არამედ მისი ხიბლი, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ალტერნატიული დერეფნისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონისა, მისთვის დივიდენდების მომტანი გახდეს და არა დიდი რეგიონული მოთამაშეების მორიგი შერკინების ობიექტი“, - წერს ლაგაზიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42