პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურის მინისტრს საყდრისთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა და "ყველა“ გააფრთხილა, რომ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულოს.
„ქვეყანა, სადაც პრემიერი საზოგადოებრივ აზრს (და მასთან ერთად ქართველ და უცხოელ ექსპერტების დასკვნებს) სპეკულაციას უწოდებს, ის ქვეყანა დემოკრატიისაგან შორსაა. რაც ეხება 3000 ვითომც და ოჯახის დასაქმების და კაზრეთის გადარჩენის ერთმეორესთან დაპირისპირებას მე კი მგონია ესაა სპეკულაცია!“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
"მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. აქ ცალსახად ითქვა ყველაფერი - ექსპერტებმა დადეს დასკვნა. მე მოვისმინე თქვენი მიმართვა საუბარი, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო - ეს არ მტკიცდება. სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა 2 თუ 3 თვის განმავლობაში, დაადასტურეს და შესაბამისი დასკვნა წარუდგინეს მთავრობას, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG Gold-ს.
მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან. მე მესმის მათი წუხილი, თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო - ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






