საყდრისის ბორცვი იყიდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:35, 23 Apr, 2014     7291

საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის ნაწილი შესაძლოა გაიყიდოს. "გურია ნიუსის" ექსკლუზიური ინფორმაციით ბიზნესმენი დავით შვანგირაძე ისტორიული საბადოს გამოსყიდვის იდეით გამოდის. რამდენიმე დღის წინ შვანგირაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძესთან და კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე მარინე მიზანდართან ერთად კომპანია RMG გოლდის დირექტორ სოსო ცაბაძეს შეხვდა. ამ შეხვედრამდე ბიზნესმენმა კონსულტაცია ეკონომისტ გია მაისაშვილთან გაიარა. როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, ცაბაძემ ბორცვის ¼-ში, იქ სადაც მაღარო მდებარეობს, 311 მილიონი მოითხოვა.

"არადეკვატური თანხა დაასახელა, ფაქტობრივად მთელი კომპანიის არსებობა ამ ბორცვის პატარა ნაწილს მიაბა. ეს არ იყო ბიზნესმენის მიდგომა, რომელიც დაინტერესებულია ბიზნესგარიგებიდან მოგება ნახოს დ ამავე დროს კომპანიის პრესტიჟიც გადაარჩინოს. აშკარად ჩანს, რომ მას მაღაროს განადგურებაა აქვს განზრახული", _ ამბობს "გურია ნიუსის" წყარო.

ჩვენ ბიზნესმენ დავით შვანგირაძეს დავუკავშირდით, რომელიც RMG გოლდის დირექტორთან შეხვედრას ადასტურებს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ იმ გარკვეულ მონაკვეთზე სადაც ისტორიული მაღარო მდებარეობს, გაკეთდეს მუზეუმი. ჩვენ გამოვედით სახალხო სააქციო საზოგადოების შექმნის ინიციატივით ანუ თვითონ ხალხმა რომ შევიძინოთ ის კონკრეტული ტერიტორია. ეს არის არა ქველმოქმედება, არამედ ბიზნეს წინადადება, რადგან ამ ადგილზე ტურისტული ზონის გახსნა დამატებით შემოსავალს მოიტანდა."

_ როგორ შეხვდა RMG გოლდი თქვენს ინიციატივას?

_ უარზე არიან, განხილვაც არ უნდათ, თუმცა მე ვუთხარი ცაბაძეს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენს წინადადებას პროექტის სახით წარვუდგენთ, რაზედაც თქვა პრობლემა არ არის და შევხედავთო.

_ ჩვენი ინფორმაციით ცაბაძემ ბორცვი 311 მილიონად შეაფასა...

_ არა, თანხაზე ზოგადი საუბარი მიდიოდა. 300 მილიონი ეგ ბორცვი ნაღდად არ ღირს. ცაბაძემ ეგ თანხა მთლიანი პროექტის ამბავზე მითხრა. სიმართლე გითხრათ ძალიან ზოგადი საუბარი გვქონდა.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბარში გიხსენებიათ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის ვაჟი, რომელიც თქვენი მეგობარია. სავარაუდოდ ის მუზეუმის ერთ-ერთი აქციონერი იქნება?

_ მისი სახელი უბრალოდ ვთქვი გაცნობის ეტაპზე. ეგ საერთო საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. ბაქოში მაქვს ბინზესი და მყავს ნაცნობების წრე. ისინი არ იქნებიან ჩართულები ამ პროექტში, ეს იქნება სუფთა ქართული პროექტი, ქართველი მოსახლეობის შეთავაზება კომპანიისადმი. ბიზნეს-გეგმა რომ დაიწერება, დეტალებს მაშინ გავაჟღერებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქციები გაიყიდება მაშინ, როდესაც საბოლოო ფასს დამისახელებენ. მაგალითად ჯდება 10 მილიონი, დაინტერესებული პირები შემოიტანენ თანხას და ამ თანხის შესაბამისად შეიძენენ აქციებს. თუ თქვენ ჩადებთ 1000 ლარის ინვესტიციას, მთელი ცხოვრება ჩაგერიცხებათ ამის პროცენტული თანხა და ეს გადავა თქვენს შვილებზე და შთამომავლებზე.

_ რა თანხა დასჭირდება საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას?

_ ჩემი გათვლებით დაახლოებით მილიონი ან მილიონნახევარი ლარი დაჯდება, მაგრამ ამ ბიზნესს წარმატებულად ვაქცევთ. ასეთი ობიექტების ნაკლებობა გვაქვს და თუ ტურისტს ვეტყვით, რომ 4 ათასი წლის წინ აქ ოქროს მოიპოვებდნენ, ამით ბევრ მათგანს მოვიზიდავთ. ვფიქრობთ, რომ ამ ობიექტიდან წელიწადში 2-3 მილიონიან მოგებაზე გავალთ. ჯერ-ჯერობით გამოკვეთილი არ არის სავარაუდო აქციონერთა ვინაობა. ჩემს სამეგობროში ვისაც ვეუბნები, ზოგი 500 ლარს, ზოგი 1000 და ზოგიც 5 ათას ლარს დებს ამ საქმეში. ეს არის წმინდა პატრიოტული საქმე. თქვენ ახლა გსიამოვნებთ რომ მაღარო ირღვევა? მაგრამ მე ისიც არ მსიამოვნებს, რომ ის ადამიანები რჩებიან ხელფასის და სამსახურის გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა იმიტომ გაჩნდა, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს, შევინარჩუნოთ ძეგლი და კომპანიამაც განაგრძოს თავისი საქმიანობა. ეს კომპანიისთვისაც სასარგებლო პროექტი იქნება, რადგან ტურისტი რომ მოვა, შუშის კედელი გაკეთდება, საიდანაც ის თავისი თვალით დააკვირდება როგორ მიდის კარიერზე მუშაობა. ამ დღეებში კიდევ შევხვდები ცაბაძეს და ერთი-ერთზე გავესაუბრები ამ პროექტზე. ცუდს არაფერს არ ვეუბნებით, ვფიქრობ კონსენსუსამდე მივალთ. მან დაასახელა რაღაც თანხა, თქვა რომ 5-7 ტონამდე ოქრო უნდა მოიძიოს აქედან დაახლოებით 8 წელიწადში. ბიზნესმენები ვართ ორივე. საჭიროა, რომ კომპეტენტურმა პირებმა შეისწავლონ ბორცვი და დაადგინონ რამდენი მილიონის მარაგია რეალურად, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დასახელდეს კონკრეტული ფასი. რამდენიმე დღეში პროექტის გავამზადებთ, თუმცა ის მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ საერთაშორისო კომისია მაღაროს ისტორიულ ღირებულებას აღიარებს.


წყარო: gurianews.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42