მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული თითქმის ყველა საფეხბურთო ასოციაციასთან ერთად, რომლების უმრავლესობაც ამ აზრს დაეთანხმა. მხოლოდ თურქეთმა განაცხადა უარი. ფორმატი თუ რომელ ქალაქებში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი და როგორ სქემაში, გავიგებთ უახლოს მომავალში.
"შესაძლოა ამას გავიგებთ იანვარში, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვენ ყველაფერი გვეცოდინება მარტის ბოლოს. დღეიდან ეროვნულ საფეხბურთო ასოციაცებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი ევრო 2020-ის მასპინძლობისთვის. ეს პროცესი გაგძრედლება დაახლოებით 1 წელი. საბოლოოდ, 2014 წლის შემოდგომისთვის, გავიგებთ ყველა იმ ქვეყნის სახელს, რომელიც უმასპინძლებს ევრო 2012-ს" - განაცხადა ინფანტინომ
ამის შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით ევრო 2020-ს უმასპინძლებენ : მოსკოვი, ბრიუსელი , ათენი, ამსტერდამი, რომი, მადრიდი, ზაგრები, ლონდონი, ბაზელი, პარიზი, ლისაბონი და სტამბული.
მასალის გამოყენების პირობები






