როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვა ქვეყნებში
საზოგადოება - 15:30, 18 Apr, 2020     15413

აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქრიტიანულ კალენდარში. ვნახოთ, როგორ აღნიშნავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში.

შეერთებული შტატები

შეერთებულ შტატებში აღდგომის დღესასწაულს ყველა თავისებურად აღნიშნავს. ამერიკელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ძირითადად ლოცვისა და ოჯახური შეკრებების დროა. ისინი კვერცხებს ღებავენ და ბავშვებს კანფეტებს ურიგებენ. აღდგომის მომდევნო ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოჯახთან ერთად მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ სააღდგომო კვერცხების გორაობაში“ თეთრი სახლის მინდორზე.

ამერიკელებს აქვთ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია, ისინი ბავშვებს უმალავენ კვერცხებს და ბავშვებიც დიდი ენთუზიაზმით ეძებენ.

აღდგომის დღესასწაულზე ბოსტონში, გაყიდვაში მოსე წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტეს მოლაპარაკე თოჯინები გამოდის.

მოლაპარაკე ბიბლიური თოჯინების იდეა ერთ ოჯახურ წყვილს გაუჩნდა ბოსტონიდან, როცა თავიანთ პატარა ქალიშვილებს ბიბლიის საფუძვლებს ასწავლიდნენ.

მექსიკა

მექსიკაში აღდგომის დღესასწაული 14 დღე გრძელდება. იქ ვნების და აღდგომის კვირებს მთელი გულით ზეიმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვნების კვირა მეტნაკლებად სერიოზულ განწყობას მოითხოვს, მექსიკაში თითქმის მუდმივად საკარნავალო მხიარულებაა – ფეიერვერკები, ქუჩის ცეკვები...

ბრაზილია

ბრაზილიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკები არიან. სააღდგომო ტრადიციები ბრაზილიაში რამდენიმე საუკუნის წინ გერმანელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს. სააღდგომო კურდღელი და ფერად-ფერადი კვერცხები. აღდგომის ბრწყინვალე დღეს ეკლესიებში ტრადიციული საზეიმო ღვთისმსახურებები მიმდინარეობს. ბრაზილიაში აღდგომაზე ერთმანეთს საზეიმოდ შეფუთულ შოკოლადის კვერცხს ჩუქნიან შიგნით სათამაშოთი. ისინი მარხვის დაწყებისთანავე გამოდის გაყიდვაში. საზეიმო სუფრას ბრაზილიელები ტკბილეულობით აწყობენ. სააღდგომო საყიდლებზე ისინი ნაადრევად ზრუნავენ, რადგან წმინდა კვირა დღეს რაიმეს ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

გერმანია

ქრისტეს აღდგომას გერმანელები, როგორც სხვა ქრისტიანები, გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის მომდევნო კვირას ზეიმობენ – არა უადრეს 22 მარტისა და არა უგვიანეს 25 აპრილისა. თანამედროვე დროში გერმანელები აღდგომას ორი დღის განმავლობაში აღნიშნავენ: აღდგომის კვირას და მომდევნო დღეს – აღდგომის ორშაბათს. ორივე დღე საყოველთაო დასვენების დღეა. თავდაპირველად ძველი გერმანელები ამ დღეს გაზაფხულის ბუინობას აღნიშნავდნენ და გაზაფხულისა და ნაყოფიერების ქალღმერთს ოსტარს ადიდებდნენ, ვისი სახელიც დღესასწაულს ერქვა. ქრისტიანული ეკლესია გაგებით მოეკიდა ამ წარმართულ ტრადიციას და შედეგად გაზაფხულის ბუნიობის აღნიშვნა ქრისტეს აღდგომასთან გაერთიანდა. კვერცხი (Oსტერნეიერ), რომელსაც ადრე სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობა ქონდა, ქრისტიანობაში ახალი სიცოცხლისა და ახალი აღთქმის სიმბოლოდ იქცა. გერმანიაში კვერცხების კურთხევა დაახლოებით IV საუკუნეში დაიწყეს და ამ დროიდანვე კვერცხებს სხვადასხვაფრად, ძირითადად მაინც წითლად ღებავენ. გერმანული აღდგომის კიდევ ერთი სიმბოლო აღდგომის კურდღელია (Oსტერჰასე). ისიც ძველგერმანული კულტიდანაა ნასესხები და ხალხური თქმულების მიხედვით, სააღდგომო კვერცხები მოაქვს.

აღდგომის კვირის წინა დღეს სააღდგომო კურდღელი კვერცხებს ბალახში, ბაღში, ტყეში უმალავს ბავშვებს. პატარებიც და მისი მშობლებიც სიამოვნებით ეძებენ კვერცხებს. შუა საუკუნეებში სააღდგომო კურდღლის დევნა დაიწყეს, რადგან ის ავხორცობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მას მხოლოდ პროტესტანტული ეკლესია აღიარებდა. ახლა სააღდგომო კურდღელი ყველა ბავშვის საყვარელი გასართობია. გერმანიაში და ზოგიერთ გერმანულენოვან ქვეყანაში ის ძალიან პოპულარულია. აღდგომის წინა დღეებში კურდღლებს ყველგან შეხვდებით: ფარდებზე და პირსახოცებზე, კარებზე და ფანჯრებზე, შოკოლადისა და რბილი მასალისა და ხის, თიხის და ცვილის კურდღლებსაც კი. აღდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გვირგვინია, რომელიც ბუნების გამოღვიძებასთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან სიმბოლიზდება. სააღდგომო გვირგვინს გერმანიაში შესასვლელ კარზე ან ფანჯარაზე კიდებენ.

შვედეთი

აღდგომა აღინიშნება სააღდგომო კვერცხების ტრადიციული შეღებვითა და მრავალრიცხოვანი საეკლესიო მსახურებებით მთელი ქვეყანის მასშტაბით. დიდ ხუთშაბათს „აღდგომის ჯადოქრები“ მთაზე „Bლაკულლა“ ეშმაკთან შაბაშზე მიდიან. დღეს ჰაერში სროლითა და ცეცხლის ანთებით მათგან თავს უკვე აღარავინ იცავს, მაგრამ ხალხში ბავშვების ჯადოქრებად გამოწყობის ტრადიცია მაინც შემორჩა. პატარები არიგებენ ნახატებს წარწერით „Gლად Pასკ“ (აღდგომას გილოცავთ) და სამაგიეროდ ტკბილეულს ან ხურდა ფულს იღებენ. აღდგომაზე შვედები კვერცხებს ხარშავენ და ღებავენ. ჭრიან არყის ხის ან ტირიფის ტოტებს, ალაგებენ ლარნაკებში და ფერადი ბუმბულებით და პატარა ხის კვერცხებით რთავენ.

პოლონეთი

ჩვეულებრივ პოლონეთში აღდგომას ორი დღე – კვირას და ორშაბათს ზეიმობენ. სააღდგომო კვირის დილა საზეიმო მესით იწყება, რის შემდეგაც პოლონელები სადღესასწაულო მაგიდასთან სხდებიან – ტრადიციულად ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენლები. საზეიმო ტრაპეზი ლოცვით იწყება. საუზმეზე ნაკურთხ პასკას, კვერცხებს, მდოგვს, ხორცსა და ძეხვს მიირთმევენ.

აღდგომის კვირის მომდევნო დღე „სველი ორშაბათია“. პოლონელები ერთმანეთს უხვად წუწავენ წყლით. წყლის „ყუმბარები“, წყლიანი პაკეტები ფანჯრებიდან ცვივა, მეტროს ვაგონებში „ფეთქდება“ და ხალხს წუწავს, მაგრამ არავინ ჩივის, პირიქით, ყველა კმაყოფილია. პოლონელებს სჯერათ, რომ წყალს ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს. „სველ“ დღეს მშრალად გადარჩენა ცუდ ნიშნად მიიჩნევა.

რუმინეთი

რუმინეთში დიდი ხუთშაბათიდან მამაკაცები მუშაობას წყვეტენ, ქალები კი იწყებენ რიტუალური კერძების კეთებას – სააღდგომო პასკა (კულიჩები) და განსაკუთრებულად გამომცხვარი კალაჩი (ჩოზონაც).

ამ დღეს სააღდგომო კვერცხები იღებება. რუმინეთში ტრადიციული სააღდგომო კერძი შემწვარი ბატკანია. დასავლეთ და აღმოსავლეთ რუმინეთში სააღდგომო ტრადიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ აღმოსავლეთ რუმინეთში პასკის გამოცხობას მეტ ყურადღებას აქცევენ, დასავლეთ რუმინეთში უფრო სააღდგომო ბატკანი ფასობს.

პასკა ირთვება ჯვრით, რომელიც ნაწნავის ფორმაზეა დაწნული. ჯვრის ოთხივე მხარეს იდება ხაჭო. ბევრ რაიონში ქალები თავად პასკას ბერძნულ კაკალს უმატებენ, სურნელისთვის მუსკატის კაკალს, რომს, ფორთოხალს ან ლიმონს და ქიშმიშს. ზოგიერთ რაიონში პასკა ყვითელი რომ იყოს, მას წვრილად გახეხილ გოგრის გულს უმატებენ.

რუმინეთისთვის და მოლდოვასთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი საინტერესო კერძია „სააღდგომო ბებო“ – ესაა ღუმელში მომზადებული მაკარონის ტკბილი კერძი, რომელსაც სპეციალურ ფორმებში ასხამენ. ზოგ რაიონში„ბებო“ აუცილებელ კერძად მიიჩნევა, ზოგან კი სულ არ ამზადებენ. უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც არსებობდა ბებოს მომზადების ტრადიცია, იქვე „საწინააღმდეგო სქესის“ კერძი – ბაბუც მზადდებოდა.

ბებოსგან განსხვავებით, რომელიც ტკბილი კერძია და აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, ბაბუ მომჟავო ან მარილიანია, ფერი კი აუცილებლად ყავისფერი ან რაიმე ტონის მუქი აქვს. ზოგიერთ რაიონში ბაბუ ტკბილი კერძია, ბებო მჟავე, თუმცა ფერები იგივე რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42