შაშკინი სანიკიძეს "მავნებელ მინისტრს" უწოდებს
სოც.მედია - 22:37, 17 Apr, 2014     4851
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჟამინდელ მინისტრს აკრიტიკებს და მას მავნებელს უწოდებს. განცხადებას შაშკინი "ფეისბუქზე" აკეთებს.
"საქართველოში კონკურსი რომ ჩატარდეს ყველაზე მავნებელი მინისტრის გამოსავლენად, პირველ ადგილს, დიდი უპირატესობით, თამარ სანიკიძე დაიკავებდა. სხვა მინისტრების უმრავლესობა არაფერს მაინც არ აკეთებს - არც კარგს და არც ცუდს, ხალხისთვის ვგულისხმობ. განათლების მინისტრი კი გამოირჩევა მავნებლობის დიდი სურვილით. არადა განათლებაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მაგრამ ქალბატონი თამარი ჯიუტად ანგრევს და აფუჭებს იმას, რაც კარგად მუშაობს.
მაგალითად: მანდატურების ინსტიტუტი მუშაობდა, მან დაანრგია; პროფესიული განათლების ვაუჩერი მუშაობდა, მან დაანგრია; ამერიკელი და ევროპელი მასწავლებლების პროგრამა მუშაობდა, მან დაანგრია; ამერიკული უნივერსიტეტი იხსნებოდა, მან გააჩერა; სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორები ჩამოჰყავდათ, მან გააჩერა; „მომავლის კლასები“ იხსნებოდა სკოლებში, მან გააუქმა; ბავშვებისა და მასწავლებლების შესაძლებლობა გამოცდები ჩააბარონ მთელი წლის განმავლობაში მან გააუქმა; მშობლები იღებდნენ გადაწყვეტილებას როდის უნდა მიეყვანათ ბავშვი სკოლაში- 5 თუ 6 წლის ასაკში, მან ესეც გააუქმა და უთხრა, რომ მინისტრმა მშობლებზე უკეთ იცის ეს საკითხი; და ასე შემდეგ …
ბოლო 18 თვის განმავლობაში სკოლებისთვის არცერთი ახალი მერხი, სკამი, ლაბორატორია, "სმარტ ბორდი" ან კომპიუტერი განათლების სამინისტროს არ შეუძენია! ერთი საამაყო ჰქონდა, რომ ბავშვებს წიგნები უფასოდ დაურიგა, მაგრამ ესეც ისე გააკეთეს, რომ 60 მილიონიანი ბაზარი მოკლეს, ზოგი გამომცემელი გააკოტრეს და ხალხი უსამსახუროდ დატოვეს. წიგნების რაოდენობა აურიეს და 12 მილიონის ნაცვლად 19 მილიონი დახარჯეს.
ახლა ქალბატონი თამარი მიადგა ეროვნულ სასწავლო გეგმას და სწავლის პერიოდს. ბავშვები 15 სექტემბერს რომ იწყებდენ სწავლას არ მოსწონს. ეტყობა პირველი სექტემბრის ნოსტალგია აწუხებს და გინდა თუ არა რუსეთთან ერთად უნდა ვიწყებდეთ სწავლას..."- წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი შაშკინი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42