ზურაბიშვილს მარგველაშვილთან კითხვები აქვს
სოც.მედია - 21:09, 17 Apr, 2014     3776
პარტია "საქართველოს გზის" საპატიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, გიორგი მარგველაშვილის სრულყოფილ ინტერვიუს ელოდება, სადაც მისივე თქმით, ყველა კითხვაზე ამომწურავად იქნება პასუხი გაცემული.
„არავისზე თავს აღარ დავდებ! და მარგველაშვილზე მოგეხსენებათ არც არასოდეს დამიდვია მე პირადად… ზოგიერთებისგან განსხვავებით. მაგრამ….. ის გამოსვლა რომელმაც ფბ-ზე გამოიწვია ასეთი ალიაქოთი ერთსახოვნად არ მეჩვენება.
ან …ან ???
ან ეს არის შეგნებული პრეზიდენტის გამოსვლა რომელიც, იმის მიუხედავად რომ არსებულმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თავისი ადგილის მინიჭება - ვინ დამნაშავე და მათ პასუხი აგებინოს და ვინ არა - იცის, გააცნობიერა და ამიდან გამომდინარე თავს გრძნობს სრულიად საქართველოს პრეზიდენტად (რა დონეზეც სააკაშვილი ვერასოდეს ვერ ავიდა) და ასედაც იქცევა - ანუ როგორც ყველა და თითეული მოქალაქის პრეზიდენტი… რაც - თუ ასეა - სრულიად მისაღებია და კიდევაც მისასალმებელი.
ან კიდევ ასეთი შეგნებიდან შორსაა და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ და თავისთავის გადარჩენის განზრახვით მოქმედებს და ამ გათვლებიდან გამომდინარე ნაცებთან გაურკვევლ და დაუშვებელ კავშირებს ამყარებს. მე პირადად არ ვიცი და ვერ ვიტყვი რომელი ერთი ამ ორი ვერსიიდან არის მართალი. და ის რომ გაურკვევლი და ჩვენ დასაბნევად დაარსებული მედია სააგენტოები ჩემზე ბევრად კატეგორიულად ან ერთ ან მეორე ვერსიას ამკვიდრებენ არაფერს ნიშნავს და მათ ნამდვილად ვერ დავეყრდნობით.

ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ვალდებულება გვაქვს პირველივე ცილისწამებაზე არ დავჯერდეთ და სიმართლისკენ ვიყოთ მისწრაფებულნი და მედია, ახლადაღდგენილი "საზოგადოებრივი არხი", თავისუფალი და მიუკერძოებელი არხები (თუ ასეთები არიან ახლა უნდა დაამტკიცონ) არხები იმისთვის არსებობენ, რომ ჩვენთვის ეს გაუგებრობა გაფანტონ და სიმართლე გამოამჟღავნონ.
ველოდები მაგალითად მარგველაშვილის სრულყოფილ ინტერვიუს, სადაც კითხვები პირდაპირ და ამომწურავად იქნება დასმული… სანამ ვინმეს განვკიცხავდეთ, სანამ ჩვენ თავს სიმართლის და სიკეთის დარაჯებად ჩავთვლიდეთ, დროა სიტყვა დავუთმოთ ბრალდებულს და მისგან მოვისმინოთ იმ დღეს „ნაცებთან“ რისი დამტკიცება უნდოდა, რას აპირებდა და ეს როგორ ჯდება მის მიერ დაპირებულ ფორმულაში “2 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42