„ქალაქის ყოფილმა მერმა პირადად მომპარა 60 მლნ-ი", – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა „ორ ვარსკვლავში“.
ბიზნესმენმა კონკურსის დატოვება მაშინ გადაწყვიტა, როცა ბოლოს და ბოლოს ამღერდა და ბევრის მოწონება დაიმსახურა. ვახტანგ რჩეულიშვილი მაყურებელს საავტორო ნომრით დაემშვიდობა.
„წინა ტური ძალიან პოზიტიური იყო, ძალიან ვიხალისე, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად შოკი იყო, როცა აუტსაიდერებში ის წყვილები იდგნენ, რომლებიც ჩემზე ბევრად კარგად მღერიან. ამიტომ გადავწყვიტე მივმართო ჩემს გულშემატკივრებს - არ დამიმესიჯოთ", –განაცხადა შოუს დატოვებამდე ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მოგვიანებით კი ბიზნესმენის ,,ფეისბუქ" გვერდზე შემდეგი სახის სტატუსი გაჩნდა: „დღეს პროექტიდან გავედი. ჩემი გადაწყვეტილებაა. თუმცა მიჭირდა მისი მიღება. ჩემთვის საქორწილო მოგზაურობის შემდეგ ყველაზე დიდი ზეიმი იყო ცხოვრებაში ეს შოუ. ყველას დიდი მდლობა მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით ნინას. ხოლო ყველას, ვინც ამ შემთხვევაშიც ბოღმით მაკრიტიკებს, თუმცა გაირკვა, რომ მშენებლობის ფული და ჩემი ქონებაც ქალაქის ყოფილმა მერმა მიითვისა, გავკარი. მათხოვარი მათხოვრად დარჩება-ეს სულის მდგომარეობაა და არა უბრალოდ სახსრებისა და ქონების დაკარგვა. ეს ცხოვრება შოუა და შოუს გაუმარჯოს: ახალგაზრდებს ხომ მაინც გავუკეთე კარგი საჩუქარი! უფალმა მისცეთ და საქართველოს ახალგაზრდობას გაუმარჯოს! ჩვენს ხელში არ დაიკარგებით და მერე თავს თავად მიხედეთ“.
მასალის გამოყენების პირობები






