ლადო ბურდული: „თითქოს მე არ ვარსებობდე ამ ქვეყანაში“
სოც.მედია - 11:05, 14 Apr, 2014     4032
ცნობილი ქართველი როკმენი ლადო ბურდული ევროპის მოედანზე გამართულ აქცია -კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, გამოეხმაურა და თავისი გულისტკივილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე განათავსა.

"სამწუხაროა, როცა შენს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, ტრადიციულად გამართულ არც ერთ როკ ფესტივალზე თუ ხსვადასხვა როკ კონცერტებზე, ან ისეთ აქციებზე როგორიც არის ევროკავშირის მხარდასაჭერი, მე არ მეძახიან და გამოყავთ ვიღაც გაურკვეველი ბავშვები ან ძვირადღირებული უცხოელი არტისტები თითქოს მე არც ვარსებობდე ამ ქვეყანაში.

დღემდე ვერ გამიგია რაში აწყობთ ეს, ან ვის აწყობს? ან ამხელა ზიზღი ქართული როკისადმი საიდან და რატომ?!

ერთს კი გეტყვით:

- მაგ სიმართლით შორს ვერ წახვალთ ბავშვებო განსაკუთრებით კი E.U.-ში ;))",- წერს ლადო ბურდული.

ლადოს სტატუსს უამრავი ხელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის უცხოეთში მცხოვრები შალვა ხახანაშვილიც. რომლის თქმითაც მავანნი „ნატოსა და ევროკავშირში“ გარდაუვალი შესვლით აბოლებენ ქართულ საზოგადოებას.

შალვა ხახანაშვილი: „უკვე ტრადიციად იქცა, ყოველივე ქართული თანამედროვეს ჩაწიხვლა, მის სანაცვლოდ კი უამრავი უმსგავსო ნაგავი ევროპიდან ნამდვილი დემოკრატიული ფასეულობების საფარქვეშ მოედინება. ვითომ არ კმარა? ვერ ხვდებით რო ევროპა უფრო და უფრო შორდება ქართულ რეალობას?!

ლადო, ეხლა შენს კითხვაზე. ვისთვის სვამ მაგ კითხვას? :))) ამდენი წლის განმავლობაში, კულტურულ პოლიტიკური ნომენკლატურა იცნობს ქართულ ან საერთოდ თანამედროვე ხელოვნებას? ეგ რომ გათვიცნობიერებული ჰქონდეთ, „ევროპულ ფასეულობათა“ პირველ ადგილას თანამედროვე ხელოვნებას და კულტურას დაუთმობდნენ ადგილს იმ მრავალ აუცილებელ რეფორმათა შორის, რითიც ასე იწონებენ თავს ევროპელი კოლეგების წინაშე და „ნატოსა და ევროკავიშრში“ გარდაუვალი შესვლით აბოლებენ ქართულ საზოგადოებას. ან თავს იტყუებენ ან საზოგადოება მათსავით უვიცი ჰგონიათ. ერთი ნაღდია, მიამიტი კი ნამდვილად არის საზოგადოება, ასეთი ენთუზიაზმით, მერამდენე მთავრობას ანდობს ყველაზე სანუკვარ ოცნებების ასრულებას???





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42