რა განსხვავებაა მანჩო გიორგობიანსა და "კოხორას" შორის
სოც.მედია - 10:45, 14 Apr, 2014     9025

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანისა და „კოხორას“ მსგავსებაზე საუბრობს.

„მანჩო გიორგობიანი პირველ რიგში სასაცილოა, თან ძალიან სასაცილო და ეს განაპირობებს მისი პოპულარობის თხუთმეტ წუთს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ოღონდ ის მხოლოდ სასაცილო არაა: ბუნებრივი სიტყვაშეხამებაა „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, თუმცა ეს ზედმეტად მელოდრამატული მგონია. სასაცილოობის კუთხით კოხორა გამახსენდა, გალელი მეგრელი, რომელსაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა ვარსკვლავობის 15 წუთი და მერე დავივიწყეთ (მე პირადად დიდხანს ვერ გავიხსენე მისი სახელი).

მსგავსება აშკარაა: ადამიანი რაღაც საშუალებების გავლენის ქვეშაა, დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს, თან ცდილობს, ისე დაიკავოს თავი, ვითომ ძალიანაც რაციონალურად აზროვნებს („ეს არის ჩემი კომენტარი“), ამას თან ერთვის სპეციფიკური კილო (ერთ შემთხვევაში მეგრული, მეორე შემთხვევაში - ვაკური).

განსხვავება ისაა, რომ, კოხორასგან განსხვავებით, მანჩოს ელიტურობის პრეტენზია აქვს, ქვეყნის ყველაზე ელიტური უბნის განსახიერებად აღიქმება და, მეტიც, აზროვნების ეს წესი (აზროვნება - ეს "გრომკო გავარია", მაგრამ აბა რა დავარქვა) არის პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას (იმისგან დამოუკიდებლად, ვის მოხვდება კვერცხი და ვის - არა). მხოლოდ ეს აქცევს მანჩო გიორგობიანის ფენომენს უფრო სერიოზული ანალიზის ღირსად, ვიდრე კოხორა იყო“,- წერს გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42