,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აანონსებს.
,,ხვალ, 12 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 3 საათზე ზუგდიდის ცენტრში იწყებს საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანიას! ჩვენ არ გაგვაჩნია ადმინისტრაციული რესურსი, ჩვენი სახსრები ძალზე მწირია, ოცნების აქტივი ატერორებს მოსახლეობას, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, რათა არ დაუშვას შთამბეჭდავი აქციის ჩატარება, მაგრამ, ჩვენ არ გვჩვევია წუწუნი, უიმედობა, ფარ-ხმალის დაყრა; ჩვენს მხარესაა საქართველოს სული, სამშობლოს შეგრძნება, თავდადებული პატრიოტიზმი; ჩვენ არ გავტყდით უპრეცედენტო დევნის პირობებში და ხვალიდან მხოლოდ აღმასვლაზე ვიზრუნებთ; ჩვენ ვაცნობიერებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის გასაჭირს და ვიცით, რო ყოველი დაკარგული დღე მათთვის ისედაც მძიმე ყოფის კიდევ უფრო დამძიმებას ნიშნავს; ჩვენ ვაცნობიერებთ ძალზე დაძაბულ საერთაშორისო ვითარებას, არსებულ, მაქსიმუმამდე გაზრდილ რისკებს და ამავდროულად, ამ სიტუაციით გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს; ჩვენ ვიცით, რომ ყველა ერთად სამშობლოს დაცვის, გადარჩენის და დასვლურ ცივილიზაციაში საბოლოო დამკვიდრების უკანასკნელი ფორპოსტი ვართ!
ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ხვალაც, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროსა და შემდგომაც, ჩვენ შევძლებთ, გადავლახავთ ყველა სიძნელეს, გავუმკლავდებით ნებისმიერ სიბინძურეს, ვიქნებით შეკრული, შეუპოვარნი, მიზანმიმართულნი და რთულ ბრძოლაში მოვუტანთ გამარჯვებას ჩვენს ხალხსა და ქვეყანას!
მასალის გამოყენების პირობები






