დღეს დამტკიცდა, რომ ყველაფერი ჩალით არ არის დახურული! გილოცავთ - ჩიორა თაქთაქიშვილი
სოც.მედია - 00:05, 11 Apr, 2014     7153

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ევროსაბჭოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობას განმარტავს.

,,რას ნიშნავს დღევანდელი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს სანქციები დაეკისრა!

ჩეჩნეთის ომის შემდეგ ეს ერთადერთი პრეცედენტია, როდესაც ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები შეუფარდა.

რუსეთი ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი დამფინანსებელია, რუსი თანამშრომლებით (ვინც ოფიციალად რუსეთის ფედერაციის კვოტით არიან) სრულად გაჯერებულია ევროსაბჭოს აპარატი, რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე მეტი გავლენა აქვს ევროსაბჭოში, რუსეთი ღიად ამბობდა, რომ სანქციების დაკისრების შემთხვევაში, ის ევროსაბჭოს შეუწყვეტს 22 მილიონიან დაფინანსებას, იმუქრებოდა, რომ თვითონ დატოვებდნენ საერთოდ ევროსაბჭოს. მიუხედავად ამისა, ამ გამოფიტვის უკიდურეს ზღვარზე მყოფმა ორგანიზაციამ აირჩია ღირსება და არ დაიბრმავა თავი ისევე, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა საქართველოს ოკუპაციისას.

მეორეს მხრივ, საქართველოს ოკუპაციის და მაშინდელი უმძიმესი შეცდომა რომ არ არსებულიყო, როდესაც აშკარა გახდა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკს აზრი აქვს, ალბათ დღესაც იგივეთ გაიმართლებდნენ თავს ევროსაბჭოს დეპუტატები: დრო მივცეთ, ვაცადოთ რუსებს, დიალოგით გზით გავაგებინოთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებაო.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალისხმევით, რეზოლუციაში ჩაიწერა მითითება იმაზე, რომ. რუსეთს საქართველოსთან ომის გამო დაკისრებული მოთხოვნებიც არ შეუსრულებია.

კონკრეტულად ეს სანქციები გულისხმობს არა მარტო ხმის უფლების ჩამორთმევას, არამედ რუსეთი ვეღარ იქნება ვერცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრი, რუს დეპუტატებს არ შეეძლებათ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ეს სანქციები არ არის საკმარისი. ჩვენ ვითხოვდით, ახლავე მთლიანად ჩამოერთმიათ ყოველგვარი უფლებამოსილება ევროსაბჭოში. მაგრამ უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ! თუმცა, ვფიქრობ არც ეს დღე არის შორი. დაველოდოთ რა მოხდება 2015 წლის იანვარში, როდესაც ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება.

მოკლედ, დღეს დამტკიცდა, რომ რუსეთის მიერ ყველაზე მეტად კონტროლირებად ორგანიზაციაშიც კი, ყველაფერი ჩალით არ არის დახურული! გილოცავთ!!!“, - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42