დარწმუნებული ვარ, ბორის ივანიშვილი გენერალ ლებედს აღფრთოვანებით დავაი-დავაის ეძახდა - გივი თარგამაძე 9 აპრილის შესახებ
სოც.მედია - 15:46, 09 Apr, 2014     2913

გივი თარგამაძე 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და ტრაგედიის ღამეს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის დამსახურებაზე საუბრობს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, 9 აპრილის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკისა და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომპარტიის რიგებში დარჩენის ფატსაც აღნიშნავს.

,,25 წლის წინ, რუსთაველზე სასაკლაოს შემდეგ, ჯერ კიდევ ვამაგრებდით ჩვენს აქციას სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში. ამ დროს დიდი სისწრაფით შემოვიდა მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა ძალზე შეშფოთებული, ჩვენთვის უაღრესად სათაყვანებელი ასამიანი - ალექსანდრე ჩივაძე. მან ძალიან მოკლედ და დამაჯერებლად აგვიხსნა, რომ აქცია ტელევიზიასთან უკვე უმოწყალოდ დაარბიეს, უახლოვდებიან პოლიტექნიკურს და მალე მოვლენ ჩვენამდეც. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ ეზო. რომ არა მისი ავტორიტეტი და მონდომება, ჩვენ, შესაძლოა, ზედმეტი ახალგაზრდული სიფიცხე გამოგვეჩინა და მძიმე შედეგამდე მივსულიყავით. მაგრამ ბატონმა საშამ დაჟინებული მოთხოვნით გვაიძულა გადაწყვეტილება მიგვეღო და გადაგვენაცვლა იქ, სადაც ჩვენს ცოდნას შექმნილ სიტუაციაში ფასი ექნებოდა, კერძოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილებისა და დაზარალებულების შველაში დავეხმარებოდით პერსონალს. ასე მოვიქეცით და ბატონი საშას მადლობელი ვართ თვითოეული იმ დროს იქ მყოფი.

სანამ ორგანიზება მოვახდინეთ, ეზოს უკვე ის ორმეტრიანი მედესანტეები მოადგნენ. გავიქეცით. ისინი გამოგვედევნენ და აი უკვე რესპუბლიკური საავადმყოფოს უკანა კართან მისულებს დარაჯმა ეს რკინის კარი მოგვიხურა და გადაკეტა, რითაც გამხეცებულ სპეცრაზმელებთან ერთი-ერთზე დაგვტოვა. მადლობა ღმერთს, ამ დროს დარაჯს ჩვემა ერთერთმა ლექტორმა მიუსწრო, კარგად უთავაზა, კარი გაგვიღო, შიგნით შეგვიშვა და სპეცრაზმელებს კარი ცხვირწინ მიუკეტა. დარწმუნებული ვარ, ამ დროს ბორის ივანიშვილი თავის მომავალ პარტნიორ გენერალ ლებედს აღფრთოვანებით დავაი-დავაის ეძახდა; დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამის მერე კიდევ ორი წელიწადი სიამოვნებით მუშაობდა კომპარტიის ინსტრუქტორად, დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კიდევ ერთი წელი რჩებოდა იმავე კომპარტიაში, მისივე სიტყვებით, "პარტიის შიგნიდან დასანგრევად" და ასე შემდეგ. ხოლო როდესაც პირდაპირ ანალოგიაზე ვფიქრობ, კიდევ ერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი მცველი, აწ ვიცეპრემიერი კახი კალაძე უფრო დარაჯის როლში წარმომიდგენია, ვიდრე ბატონი საშა ჩივაძის როლში“, - წერს გივი თარგამაძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42