რაც შეეხება დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის საფუძველს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ:
1. პირის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, რომლის შევსება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით ან ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში;
2. დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2013 წლის სახელფასო განაცემების შესახებ.
ამასთან, კანონის შესაბამისად, დამქირავებელს შეუძლია დააზუსტოს განაცემების შესახებ ინფორმაცია. დაზუსტების შემდეგ პირი, რომელიც დეკლარირების სისტემის მიხედვით არ სარგებლობდა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების უფლებით, შესაძლოა აღნიშნული უფლებით მოსარგებლეთა სიაში აღმოჩნდეს.
აქვე განვმარტავთ, დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში მიღებული თანხა დამქირავებელთან ან ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან არ ბრუნდება.
დაუბეგრავი მინიმუმის მიმღებ პირს არ აქვს ვალდებულება თანხა დაუბრუნოს დამქირავებელს ან დააბრუნოს ბიუჯეტში.
დღევანდელი ინფორმაციით, დეკლარაცია 325 000-მა მოქალაქემ შეავსო. აქედან მესამედს მითითებულ საბანკო ანგარიშებზე უკვე დაუბრუნდა შესაბამისი თანხა. კანონის ფარგლებში, ეტაპობრივად, დეკლარაციის საფუძველზე, თანხა დაუბრუნდება ყველა ადრესატას.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






