შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას მეუღლე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის საშუალებით, კიდევე ერთ განცხადებას ავრცელებს.
„რატომღაც დღეს ატყდა აჟიოტაჟი, რომ ირაკლი კოდუა ინტერპოლის სიაში ჩასვეს:) ძველია ეს ამბავი მეგობრებო. მინიმუმ 10 დღის:) აააა, გამახსენდა ამ ქვეყანაში ხომ ისევ აქტუალურია თემების გადაფარვა:) ვიღაცა ბავშვურად რაღაცას იბჟუტურებს და მერე იმის გამოსწორებას ძველი ნიუსების ამოწევით ცდილობენ:) რა პრობლემაა:) ეს ფილმი ხომ ყველას ნანახი გვაქვს:)“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე კოდუაზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ერეკლე კოდუა საქართველოს სასამართლო ორგანოების მიერ იძებნება და მას ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამატებასა და თაღლითობაში ედება.
მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






