ფაქტები, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი ვალერი გელაშვილზე ფლობს და რომლის შესახებაც ჟურნალისტი ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ნანუკა ჟორჟოლიანი თავის პოსტებს ncdd.ge-ს მიერ ვალერი გელაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებსაც ურთავს.
,,ბატონო ვალერ ეს მართალია? - თავად კრიმნალლურ ელიტაშიც არიან პიროვნებები, გელაშვილი და სხვები რომელთა კლანიც „ფანტომის“ მეტსახელითაა ცნობილი... გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ მაშინ, როცა განეიტრალებულია სხვა კლანები, მაფიის ეს კლანი კვლავ აქტიურად მოქმედებს.
ეს? გაადვოკატებულმა ი. კოზუბოვსკიმ დაიწყო კონტრაბანდისტების დაცვა და ხელი მიჰყო მათი საქმიანობის მენეჯმენტს...
2003 წელს, ამ სტრიქონების ავტორმა, როცა ამზადებდა იმ დროისათვის ცნობილი ტელეგადაცემა „მზერისთვის“ მასალას ვალერი გელაშვილზე, ი. კოზუბოვსკიც იხილა. ის მეთვალყურეობდა ინტერვიუს ჩაწერის პროცესს, რომელიც შედგა ვალერი გელაშვილის ციხე-კოშკში. ადვოკატი ყოველნირად ცდილობდა არიდებოდა კამერას. მართალია, ის მოშორებით იჯდა და საუბარში არ ჩარეულა, მაგრამ ვალერი გელაშვილს საუბრისას თვალი სულ ადვოკატისკენ გაურბოდა, თითქოს ამოწმებდა, ეთანხმებოდა მას ადვოკატი თუ არა. აშკარად ეშინოდა არ გათქმულიყო მისი შავი სქემა!
ოჰოოოო.. ნახეთ ბატონო ვალერ მოგვიანებით ის საქართველოში გაიქცა და პარლამენტის წევრი გახდა. რადგან იქაც თავი „გამოიჩინა“, persona non grata-დ გამოაცხადეს და ისევ ლიტვაში გამოიძურწა. ჩრდილი რომ მიეყენებინა ძველი ლიტველი ქართველების სახე-ლებისთვის, ათასნაირი ხერხით მიიტყუა ლიტველი ქართველების საზოგადოების „იბერიის“ უმრავლესობა. ეს საზოგადოება ჯერ კიდევ აღორძინების პერიოდში ჩამოყალიბდა დალი გოგეშვილი-იოდიშენეს ნათელი ხსოვნის საპატივსაცემოდ. ვ. გელაშვილმა კი ამ საზოგადოების სახელით პრეტენზიები წაუყენა სააკაშვილს და მაშინ ნორმალური ქართველები იძულებულები გახდნენ, შეექმნათ სხვა ორგანიზაცია.
ვალერი გელაშვილის ორგანიზაციაში ხშირად ნახავდით არა მხოლოდ გ. მაცუკატოვს, არამედ ლენოჩკა ლოლიშვილსაც. საბჭოთა პერიოდში სუკი სპეციალურად ამზადებდა უცნაურ, ახირებულ ადამიანებს ხალხის ჭკუის ასარევად, და სავარაუდოდ ერთ-ერთი ასეთი სპეცთაღლითია ლენოჩკაც. ამ უწიგნურმა პროვინციელმა, ყოფილმა პარიკმახერმა შეძლო გაეცურებინა ლიტვის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტები: ბრაზაუსკასი და პაკსასი.
აი ამ ფაქტების ncdd.ge დადების გამო ცემეთ ქართველიშვილი. ასე მითხრეს ბატონო ვალერ.
ისიც მითხრეს ბატონო ვალერ რომ თქვენს ბიძაშვილს დავით გელაშვილს კომპანია გააკეთებინეთ რომელმაც ყველა ტენდერი ( დაითრია) ხაშურში. ეს ისე ცოტა რომ განიტვირთოთ!
რომ შევაჯამოთ ბატონო ვალერ მითხრეს რომ კავშირში ხართ: 1. შეკვეთილ მკვლელობასთან, 2. ცემასთან. 3. კონტრაბანდასთან. 4. რუსეთის აგენტი ხართ. 5. კრიმინალური დაჯგუფების წევრი. ბაღი გადაუწვით ბავშვებს საკუთარი ბიზნესის გამო!
მთავარს არ ვწერ! ჯერ კიდევ გინდობთ! დედის მომვლელთან დაკავშირებით. ბატონო ვალერ!“, - წერს ერეკლე კოდუას მეუღლე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






