ვალდებული ვარ ვთქვა, რაც ვიცი... - ელისო კილაძე ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით
სოც.მედია - 14:47, 05 Apr, 2014     7346

,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს, კილაძის ინფორმაციით, პირი, რომელმაც გელაშვილი ცემა, დღეს ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის უფროსად დანიშნეს.

,,ერთი წლის წინათ, დაახლოებით ამ დროს ერთ-ერთ არხზე ვთქვი - ბატონო ბიძინა, თქვენ ჩემგან სიცოცხლით ხართ დავალებული-თქო. გამგებმა გაიგო. მას შემდეგ ამ თემას აღარ დავბრუნებივარ. წუხანდელი გელაშვილის განცხადების მერე მგონი ვალდებული ვარ საჯაროდ ვთქვა ის, რაც ვიცი:

შარშან მარტში, ჩემი მეგობრის მეშვეობით ძალოვანი უწყების ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა. მე მას გვიან ღამით შევხვდი. მან გადმომცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რომ 25 ყოფილ სპეცრაზმელს ამზადებდნენ ერთ-ერთ ბაზაზე (დამისახელა ადგილმდებარეობაც) მანვე მოითხოვა შეხვედრა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან (სხვას არ ენდობოდა) იმავე ღამეს, დილის ოთხ საათზე, ასევე ჩემი მეგობრების მეშვეობით, მოიძებნა ის პიროვნება და გამთენიისას, ყოფილი მაღალჩნოსანი მას შევახვედრე. სწორედ ამ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მითხრა იმ ღამით - დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემას ვინც ხელმძღვანელობდა, დღეს ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის უფროსად დანიშნესო.

p.s.უმორჩილესად ვთხოვ, ჩემს მეგობრებს ხელისუფლებიდან, გამოძიების პროცესში ეს ინფორმაცია გადაამოწმონ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად დავასახელებ ამ ისტორიის მონაწილეთა ვინაობას“, - წერს ელისო კილაძე.


ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა, გადაცემა ,,რეაქციაში" მისი ცემის ორგანიზებაში ბრალი დასდო ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს და კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას. გელაშვილის თქმით, კოდუა მისი ცემის მომენტში, იქვე მოშორებით იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42