„თეონა კონტრიძე ან უპერსპექტივოდ სულელი ქალები ან ისეთნი, რომელთაც ფალოსი აქვთ"
სოც.მედია - 18:32, 04 Apr, 2014     5421
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, სოციალური ქსელის მეშვეობით, მომღერალ თეონა კონტრიძის იმ განცხადებას აფასებს, სადაც კონტრიძე ამბობს, რომ - „ქართლის დედას კარგა ხანია უკვე ფალოსი აქვს“.
„თეონა კონტრიძე ან "უპერსპექტივოდ სულელი ქალები" ან ისეთნი, რომელთაც ფალოსი აქვთ: (გერმანულად ასეთებზე იტყვიან Sie hat die Hosen an, ანუ შარვალი მას აცვიაო ოჯახში) დიდი ხანია, ქვეყანაში დგას საკითხი, რომ კაცმა მოახდინოს ნამდვილი გარღვევა. ემანსიპაცია ქალზე მეტად კაცს ჭირდება ალბათ.... მან უნდა დაიბრუნოს თავისი მისია და ფუნქცია ჩვენს დუხჭირ და საზარელ რეალობაში. ამით ეს რეალობაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ ამ შეფასებაშიც არის სიყალბე: კერძოდ ამას თუ იტყვი, ისიც თქვი, რომ ამ ყველაფერს მძლავრად ხელი შეუწყვეს. ბოროტება ის არის, რომ სიმახინჯეს დაისახავ მიზნად და მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კარგად გააზრებულად და ყველა რესურსის ჩართვით ახორციელებ, თან წლებში გაწერილად. 1992 წლიდან მოყოლებული ქართველმა ქალმა ამ წნეხს უფრო გაუძლო, კაცმა ნაკლებად. ანუ ეს რეალობა რაღაცის შედეგია.
ქალი, თუკი ის ნამდვილად ქალია, არ შეეგუება ასეთ მდგომარეობას. ასევე კაციც. საბჭოთა კავშირი ასეთი განსაცდელისგან მოსახლეობას თითქოს რაღაცნაირად იცავდა კიდეც, მეორეს მხრივ ინიციატივას და დამოუკიდებლობის განცდას ადამბლავებდა. შედეგმაც არ დააყოვნა. ჩვენ ხომ რეალურად ორი კატასტროფა გამოვიარეთ: ერთი - უზარმაზარი ქვეყნის, რომლის ნაწილიც, ავად თუ კარგად ვიყავით და მეორე უშუალოდ ჩვენი ქვეყნისა, 90-იანებში“, - წერს გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42