საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმაურება.
კალანდაძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ ამ ყველაფრით „მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს“.
„ყოფილი მაღალ ჩინოსნების დაპატიმრება, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში დაბარება – დაკითხვა, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყება, ქალქის მერის სისხლის სამართლებრივად დევნა, სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმეების გატაცება და მათზე ზეწოლის განხორციელება, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატის ცემა და გატაცების მცდელობა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დაკითხვაზე დაბარება, ქვეყნის ყოფილი პირველი პირის, პრეზიდენტის დაკითხვის მცდელობა...
მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს და მხოლოდ მისაზე!“, - წერს ნინო კალანდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






