ნატოს მინისტერიალი და საქართველო
მსოფლიო - 17:40, 05 Dec, 2012     1681

2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მის მიერ საჭირო კრიტერიუმების შესრულებით, ურყევი რჩება; მაია ფანჯიკიძის ორმხრივი შეხვედრები საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან; რუსეთის შეუცვლელი გზავნილი საქართველოს - დიალოგი აღიარების და ტერმინ ,,ოკუპაციის’’ ამოღების სანაცვლოდ.

 

 

ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებები ნატო-საქართველოს ურთიერთობების დაღრმავებასთან დაკავშირებით და საქართველოში ბოლოდროინდელ მოველნების შეფასება.

 

ნატოს მინისტერიალის შემდეგ, საქართველოს შესახებ კომენტარი გააკეთა ჰილარი კლინტონმა

დღევანდელი მინისტერიალის შემდეგ საქართველოზე განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა, ჰილარი კლინტონმა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმობაზე გააკეთა აქცენტი

,,ნატო რუსეთის კომისიის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ინტენსიური თანამშრომლობის საკითხი ავღანეთთან დაკავშირებით და ასევე გულახდილად ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელთა მიმართაც ნატოსა და რუსეთს შორის კვლავ უთანხმოება არსებობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩათვლით. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი ნატოში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, შეიარაღებული ძალების რეფორმირებისა და საერთო უსაფრთხოების დაცვაში წვლილის შეტანის გზით’’-განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 

 

,,ვაფასებთ თქვენს მიღწეულ პროგრესს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი’’

საქართველო ნატოს სოლიდური პარტნიორია და ახლა მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მომენტი და ქვეყანამ დემოკრატიისკენ სვლა განაგძოს, ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა, ალიანისის გენერალურმა მდივანმა ავღანეთში საქართველოს როლზეც ისაუბრა.

,,დღეს ჩვენ ასევე კარგი შეხვედრა გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ჩვენ მივესალმეთ მინისტრს ფანჯიკიძეს, რომელიც ამ ფორმატის შეხვედრაში პირველად მონაწილეობდა. მადლობა გადავუხადეთ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის მისიაში მონაწილეობით და ასევე მადლობა გადავუხადეთ ევროატლანკიტიური მისწრაფებების მიმართ ერთგულებისთვის. საქართველოს ერთგულება ნატოს მიმართ მყარია და მყარია ჩვენი ერთგულებაც საქართველოს მიმართ. ნატოს თავის მხრივ განაგრძობს საქართველოს დახმარებას რეფორმების გაძლიერების კუთხით, ჩვენ ასევე დავადასტურეთ ჩვენი ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის მიმართ, მისი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ მივესალმეთ და ბიძგი მივეცით საქართველოს ძალისხმევას, კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან, ასევე უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით, და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაახლოების კუთხით. მთავარია საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიღწეულ პროგრესს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი სასამრთლოს სისტემის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის კუთხით. ნატოს გადაწყვეტილი აქვს, ამ პროცესს შეუწყოს ხელი. დიალოგი და თანამშრომლობა გაგრძელდება, ასე, რომ მოუთმენლად ველით უფრო მჭიდრო ურთიერთობას მომავალშიც’’-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

,,დაპატიმრებულ ხალხს გარანტია უნდა ჰქონდეს მათ მიმართ კანონის უზენაესობის დაცვის’’

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბოლოდროინდელ დაჭერებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ნატო არ აპირებს პროცესებში ჩარევას, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისფულებამ სრულიად სცეს პატივი კანონის უზენაესობას და რომ დაპატიმრებულ ხალხს ჰქონდეს გარანტია, რომ შესაბამისი პროცესი ჩატარდება მათთან მიმართებაში.

 

,,მას შემდეგ რაც საქართველომ პირველ ოქტომბერს არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარა ეხლა უკვე მთელი მსფოლიო უყურებს იმას, თუ როგორ წარიმართება შემდგომი კოჰაბიტაციის პროცესი. ველოდებით, რომ მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად,  დღევანდელ შეხვედრაზე ბოლოდროინდელ დაკავებების ფაქტებსაც შვეხეთ და ხაზი გავუსვით, რომ ნატო არ აპირებს პროცესებში ჩარევას, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისფულებამ სრულიად სცეს პატივი კანონის უზენაესობას და რომ დაპატიმრებულ ხალხს ჰქონდეს გარანტია, რომ შესაბამისი პროცესი ჩატარდება მათთან მიმართებაში. ასევე მნშვენლოვანია, რომ ეს საქმეები არ იყოს პოლიტიკური გამოძიება, ასეთ შემთხვევაში აღქმასაც არსებითი მნიშნელოვბა ენიჭება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაცნობა, რომ მიღწეულია შეთანხმება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გენერალური შტაბის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებას ნატოს მოკავშირეები მიესალმებიან, რადგან ეს არის აშკარა მინიშნება, რომ მხარეები ცდილობენ წინ წაწევას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი კოჰაბიტაცია. ყველამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია დიდი ხანია ჩამოუყალიბებელია, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი ფაქტი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, თუმცა მინისტრმაც და პრემიერმაც წინა შეხვედრაზე დაგვარწმუნეს, რომ მთავრობა არ ჩაერევა სასამართოს საქმეებში და უზრუნველყოფილი იქნება კანონის უზენაესობის დაცვა. რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას’’-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, 4-5 დეკემბერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი გაიმართა. შეხვედრებს თავმჯდომარეობას უწევდა ნატო-ს გენერალური მდივარნი ანდერს ფოგ რასმუსენი.

 

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესწრებოდა.

 

მაია ფანჯიკიძემ მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თბილისსა და ბრიუსელს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრა, რასმუსენმა ხაზი გასუვა ნატოს ურყევ პოზიციას ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული და რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნარტოს წევრი, მის მიერ საჭირო კრიტერიუმების შესრულებით.

 

,,ნატო ელოდება, რომ რეფორმები და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება ბრიუსელსა და თბილისს შორის’’-აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

 

,,ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც უკვე უთხარით საქართველოს ახლა მთავრობას, არჩევნებმა საქართველოში დემოკრატიის სტანდარტი დააკმაყოფილა და საქართველო ამ გზით ჩააბარა დემოკრატიის ტესტი, ახლა ჩვენ ველოდებით მშვიდ კოჰაბიტაციას ახალ მათვრობასა და საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს შორის. გვაქვს მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს დემოკრატიულად ჩატარდება’’-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

რასმუსენმა მინისტერიალის ფარგლებში მაპი-ს საკითხის განხილვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე  ჩვენ არ დაგვიგეგმავს, რომ გვექნება დისკუსია მაპ-თან ან სხვა რაიმე ნაბიჯებთან დაკავშირებით, ეს შეხვედრა იქნება მოკავშირეებისთვის, რათა მათ განიხილონ საქართველოს მისწრაფება ნატო-ში და ძალიან სასაიმოვნოა, რომ ახალმა მთავრობამ დაადასტურა მისწრაფება ნატოში ინტეგრირების. როგორც სჩანს, საქართველოში არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველო გააგრძელებს ალინასში სწრაფვას და ჩვენ პასუხად კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ გადაწყვეტილება რომელიც 2008 წელს მივიღეთ ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნარტოს წევრი, მის მიერ საჭირო კრიტერიუმების შესრულებით, ურყევი რჩება’’-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.

 

''საქართველო ალიანსის ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ცოტა ხნის წინ მან კონტინგენტი გაზარდა ავღანეთში, რას იმას ნიშნავს, რომ საქართველო უდიდესი კონტრიბუციის შემტანი ქვეყანა გახდა.

 

მეტიც, საქართველო მონაწილეობას მიიღებს 2014 წლის შემდგომი მისიის დაგეგმარებასა და განხორციელებაში. ეს აჩვენებს რომ საქართველო ერთგულია ნატოსი და ნატოც ერთგულია საქართველოსი, ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებში’’-განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.

 

 

საქართველოსთან მიმართებაში ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები. საქართველომ დემოკრატიის გამოცდა ჩააბარა ოქტომბერში და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი ტესტი იქნება მისთვის. '' - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომის შემდეგ.

 

ამჟამად, ბრიუსელში მიმდინარეობს ავღანეთის კონფერენცია, სადაც განიხილება თუ როგორი იქნება ნატოს ოპერაცია ავღანეთში 2014 წლამდე. ამ კონფერენციაშ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც მონაწილეობს.

 

'' ავღანეთი პროგრესის გზით მიდის და 2013 წლის ბოლოსთვის მისი ხელისუფლება სრულ პასუხისმგგებლობას აიღებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 2014 წლიდან მისიაში მონაწილე ჯარიკაცები დაიწყებენ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას, სამაგიეროდ დაიწყება შემდგომი მისია, რაც რჩევების მიცემასა და კონსულტაციებით შემოიფარგლება. ეს ყოველ;ივე ხელს შეუწყობს ავღანეთს პროგრესსა და მშვიდობიან განვითარებაში" - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

ანდრეს ფოგ რასმუსენი: ნატოს კარი რჩება ღია

ასპირანტი ქვეყნების პერპსექტივაზე განცხადება გააკეთა აბდრეს ფოგ რასმუსენმა, მისი განცხადებით ნატოს კარი ღიაა და მისი წევრობის მსურველი სახელმწიფოები ნატოს კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

,,ყველა მინისტრმა გამოხატა საკუტარი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართ. ნატოს კარი რჩება ღია. გვინდა, ეს პოლიტიკა მტკიცე იყოს, რაც ერთის მხრივ გულისხმობს, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმებზე კომპრომისს არ დავუშვებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს წევრების მსურველი ქვეყნები აკმაყოფილებენ აუცილებელ კრიტერიუმებს. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ დავეხმარებით მათ რეფორმების განხორციელებაში’’- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა.

 

მაია ფანჯიკიძე: დეოკუპაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი

მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში საქართველოს მთავარ საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დეოკუპაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არასდროს არ შეიცვლება.

 

,,ჩვენ ნამდვილად ძალიან მომზადებულები ჩამოვედით ამ შეხვედრისთვის და გვექნება მოხსენება, რომელშიც ვილაპარაკებთ საქართველოს მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გვქონდა მხოლოდ ორმხრივი შეხვერები, საუბარი შეეხო არა მხოლოდ ნატოს, არამედ ყველა იმ თემას, რომელიც აქტუალურია ორმხრივ ურთიერთობებში. საქართველო არასდროს შეეგუება მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და იბრძოლებს ყოველთვის იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და საქართველოს სუვერენიტეტი იქნას შენარჩუნებული. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური მეთოდებით. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი წინაპირობა არ არის. ეს არის ჩვენი რწმენა, მთავარი ამოცანა, ქვეყნის დეოკუპაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც არასდროს არ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, მაინც არის შესაძლებელი დიალოგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დიალოგი, ადრე თუ გვიან შედგება“- განაცხადა ფანჯიკიძემ

 

 

ნატოში საქართველოს წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილმა ავღანეთის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,ავღანეთის პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი თემა არის გარდამავალი პერიოდი 2014 წლამდე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება პოსტ-2014 წლის პერიოდიც. თუ რა პორმით მოახდენს ალიანსი და ალიანსის წევრები 2014 წლის შემდეგ ავღანური შეიარაღებული ძალების და ზოგადად, ავღანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერას“- აცხადებს ნატოში საქართველოს წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი.

 

მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამ მოლაპარაკებების მთავარი თემა არა მხოლოდ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, არამედ ამ ქვეყნებან ორმხრივი ურთიერთობები.

ლორენ ფაბიუ: მე მივიღე საქართველოში მიწვევა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი

 

მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამ მოლაპარაკებების მთავარი თემა არა მხოლოდ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, არამედ ამ ქვეყნებან ორმხრივი ურთიერთობები. ლორენ ფაბიუს განცხადებით, საფრანგეთის პოზიცია უცვლელი რჩება საქართელოს ნატოსთან დაახლოების კუთხით,

,,საფრანგეთს არ შეუცვლია პოზიცია საქართელოსთან მიამრთებაშ ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით, ბუნებრივია, გვაინტერესებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი და ის პრობლემები,რომელიც წარსულში არსებობდა. ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში იგივე რჩება, რაც ადრე იყო’’-განაცხადა ლორენ ფაბიუმ.

 

საფრანგეთის ასგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძისგან საქართველოში მიწევის შესახებაც ისაუბრა, ,,შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მისგან საქართველოში მიწვევა მივიღე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენ მხოლოდ თარიღს დავაზუსტებთ’’-განაცხადა საფთანგეთის საგარე საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუმ.

 

შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მან საქართველოში მოიწვია.

 

ლორენ ფაბიუმ ფანჯიკიძის მოწვევა სიამოვნებით მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვევა, თუმცა ჯერჯერობით ვიზიტის დრო უცნობია.

 

ჯულიო ტერცი: ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ბუქარესტის სამიტის მიმართულება

 

მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა აგრეთვე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჯულიო ტერცის განცხადებით, ნატოს წევრ სახელმწფოებს სურთ გააგრძელონ ბუქარესტის სამიტზე ჩამოყალიბებული მიართულება,

 

,,ნატო საქართველოს კომისიის სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საშუალება გვაქვს პირადად გავესაუბროთ საქრთველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ნატოს წევრებს სურთ, გააგრძელონ ის მიმართულება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართება“- აცხადებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯულიო ტერცი.

 

რუსეთის შეუცვლელი გზავნილი საქართველოს - დიალოგი აღიარების და ტერმინ ,,ოკუპაციის’’ ამოღების სანაცვლოდ

ლავროვი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ გამოიყენონ ტერმინი ოკუპირებული

ბრიუსელში უკვე შედგა ნატო-რუსეთის საბჭო სხდომაც, რომლის მთავრი თემა თურქეთ-სირიის საზღვარზე დაძაბული ვითარება იყო, ნატოს მინისტერიალზე ახალი მთავრობის სურვილზე რუსეთთან ურთიერთბის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვროვმა, მისი თქმით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება ორ ქვეყანას შორის ურთერთობების ნორმალიზებას ხელს არ შეუწყობს.

 

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმის შესახებ, რომ საქართველოს ახალ მთავრობას, სურს რუსეთთან ურთიერთბების აღდგენა, გაიგეს პრესიდან და ამაზე მეტი კონკრეტული მათ ჯერ-ჯერობით არაფერი იციან,

 

,,ჩვენ მასმედიიდან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ახალ მთავრობას სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ჩვენ არ გაგივწყვეტია ურთიერთობა საქართველოსთან იმ ავანტიურის შემდეგაც, რაც დააიწყო ბატონმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით და უკვე პოსტკომფლიქტურ პერიოდში განვახორციელეთ ჩარტერული რეისები რუსეთისა და საქართველო ქალაქებს შორის, არაერთხელ განვაცხადეთ მზადყოფნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანაზე. ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრობლემა, მაგრამ მთავარია გვესმოდეს კონტქესტი, რომელშიც ეს ყველაფრი ხდება. ჩვენი ქართველი მეზობლები საუბრობენ ურთიერთბის აღდგენაზე, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ასეთი რიტორიკა არ უწყობს ხელს დიალოგის დაწყებას ’’-განაცხადა ბრიუსელში სერგეი ლავროვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42