გვარამია - ღლონტის "ფეისბუქ ომი" გრძელდება: "მეც ფანჯრიდან გადავხტებოდი სათბურის კიტრი რომ ვიყო“
სოც.მედია - 11:12, 03 Apr, 2014     5361
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას „ფეისბუქის“ მეშვეობით ეხმაურება.

რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა: „მაესტროს“ რეიტინგი რომ მქონდეს ფანჯრიდან გადავხტებოდი“.

ამის საპასუხოდ, „მაესტროს“ დამფუძნებელი, „ფეისბუქზე“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „მეც ფანჯრიდან გადავხტებოდი სათბურის კიტრი რომ ვიყო“.
თუმცა მოგვიანებით, მამუკა ღლონტმა „ფეისბუქზე“ ვრცელი „პოსტი“ „დაპოსტა“:
„როგორც იცით “მაესტრო“ საკაბელო ტელევიზიაა. “რუსთავი 2 ის“ და “იმედისგან“ გასხვავებით მაყურებლების შეზღუდული რაოდენობა ჰყავს. მაგრამ ეს არ ეხება საკაბელო კომპანიებს, სადაც ამ სამ ტელეკომპანიას მაყურებლების ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ. ჩვენს ტელეკომპანიას ბოლო წელს ჰქონდა თითქმის 500% იანი რეიტინგული ზრდა, ქვემოთ მოცემული ბმული (იხ.ფოტო) გახლავთ ბოლო ერთი თვის ე.წ. „ფიფელმეტრების“ მიხედვით შექმნილი ოფიციალური რეიტინგები, სადაც ნათლად ჩანს რომ სხვაობა ერთნაირ ველზე, ანუ იქ სადაც თანაბარი რაოდენობის მაყურებელია, “მაესტროს“ და “რუსთავი 2“-ს შორის მიზერულია, მათ საგრძნობლად ჩამორჩება იმედი. ასე რომ თუ დავიჯერებთ ნიკა გვარამიას სიტყვებს როდესაც ის ამბობს ვციტირებ: “„მაესტროს“ რეიტინგი რომ მქონდეს ფანჯრიდან გადავხტებოდი“.... დროა მის ფანჯრებს ქვემოთ დავდგეთ და დაველოდოთ შეასრულებს თუ არა სიტყვას :))))“, - წერს მამუკა ღლონტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარმიასა და „მაესტროს“ დამფუძნებელ მამუკა ღლონტს შორის „ფეისბუქ ომი“ ჯერ კიდევ "თი-ვი-ემ-არ" -ის ინციდენტიდან დაიწყო და ახლა IRI-ს მედია რეიტინგებით გრძელდება.
„იმედი“ და „კავკასია“ ჩართული არიან ხელისუფლების ბინძურ თამაშში. მადლობა მინდა გადავუხადო „მაესტროს“, რომელიც თავისი შემოსავლით არსებობს“,- განაცხადა რამდენიმე კვირის წინ ნიკა გვარამიამ.
გვარამიას საპასუხოდ, მამუკა ღლონტმა „ფეისბუქზე“ შემდეგი ტექსტი „დაპოსტა“: „ბატონო ნიკა პირადად მე, "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი, არათუ თანამოაზრედ, არამედ კოლეგადაც კი არ გთვლით. თუმცა, მივესალმები იმას, რომ რაღაც-რაღაცეებზე თვალი აგეხილათ. პატივისცემით: მამუკა ღლონტი“.
ამჯერად კი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ს მედია რეიტინგები „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას შეაფასა და ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ კვლევებით, „რუსთავი 2“-ს, „მაესტროს“ მსგავსად 21-პროცენტიანი ნდობა რომ ჰქონდეს, ფანჯრიდან გადახტებოდა.

ნინა შადური






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42