რუსი სამხედროები აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან ბეტონის კედლებს აშენებენ
სოც.მედია - 17:40, 02 Apr, 2014     3187
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წუხელ, აფხაზეთის ადმინისტაციულ საზღვრთან, კერძოდ, მდინარე ენგურის გასწვრივ განლაგებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მდ. ენგურზე ,,თვითნებურად“ მოწყობილ გადასასვლელებთან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს დიდი რაოდენობით ბეტონის ფილების მოზიდვა, სავარაუდოდ ან ამ კონკრეტულ გადასასვლელებთან დამცავი კედლის, ან თავდაცვითი სამხედრო ბლოკ-პოსტის ასაშენებლად. აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების არანაირი რეაგირება არ მოგვისმენია.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური რეალობა ნამდვილად არ აძლევს ხელისუფლებას მშვიდად ყოფნის საშუალებას. ხელისუფლება საკუთარი უსუსურობიდან თუ არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანას და ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს მიმდინარე, მცოცავი ოკუპაციის პროცესის შესაჩერებლად.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყანა საგანგაშო მდგომარეობაშია და სულ უფრო რეალური ხდება საშიშროება უსამართლოდ გავლებული მავთულხლართები უკვე ბეტონის კედლებად გადაიქცეს. გარდა იმისა, რომ ქვეყანა ყოველდღიურდ კარგავს ტერიტორიებს, ხელისუფლების უნიათობითა და უმოქმედობით, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან იმ უმნიშვნელოვანეს მცირედშემორჩენილ ძაფებსაც კი, რაც რეალურად ჩვენ ს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის ძირითადი საშუალებაა.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენს თანამემამულეებს ორივე მხრიდან ყოველდღიურად ეზღუდებათ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის, ერთმანეთთან კონტაქტისა და კომუნიკაციის საშუალება.

„დემოკრატიული მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ რუსეთის ხელისუფლებას და გაარკვიონ, რა ხდება ადმინისტარციულ საზღვართან.

ჩვენი პოლიტიკური ძალა მუდმივად აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები რუსეთთან.

საგანგაშოა, რომ საქართველო, 2008 წლიდან მოყოლებული, ხელიდან უშვებს მომენტს და ამით ყოველდღიურად იუარესებს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების სასტარტო პირობებს.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანას დაუკარგა ტერიტორიების 20 %, ხოლო „ქართული ოცნება“ საკუთარი უმოქმედობით და არაპროფესიონალიზმით აგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას და ყოველდღიურად გვაკარგვინებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს."






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42