თეა თუთბერიძის ახალი „პოსტი“
სოც.მედია - 17:44, 02 Apr, 2014     2452
„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, რომ ზაზა ხატიაშვილმა მასთან საუბარში დაადასტურა, ის ფაქტი, რომ გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა ასოციაციის ოფისში თითქმის ყოველ დღე დადიოდა.
„რამდენიმე წუთის წინ შევძელი ტელეფონით დაკავშირება ბატონ ზაზა ხატიაშვილთან. მისთვის, დღეს ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ცნობილი TV3-ის ჟურნალისტისგან გამხდარა. ვესაუბრე და ავუხსენი, რომ წყარო, სადანაც ჩემთვის ცნობილი გახდა წინა ხელისუფლების დროს, ადვოტაკების ნიკოლოზ მჟავანაძის და გრიგოლ გაგნიძის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ, არის ძალიან სანდო.
ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა საუბარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე არა, მაგრამ გრიგოლ გაგნიძე ადრე თითქმის ყოველდღე დადიოდა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (ადვოკატები როგორც წესი, ასოციაციის ოფისში ყოველ დღე არ დადიან და იქ არ სხედან). ქალბატონს, რომელიც გახლავთ ზაზა ხატიაშვილის მდივანი, უთქვამს, რომ გრიგოლ გაგნიძისთვის წაუსწრია, როცა იგი ე.წ. ფლეშკით რაღაცეებს იწერდა ამ ქალბატონის სამუშაო კომპიუტერიდან.
ამის გამო, მკაცრად გაუფრთხილებია გაგნიძე, რომ მის კომპიუტერთან აღარ დამჯდარიყო და თუ მის კომპიუტერში არსებული რაიმე ინფორმაცია სადმე გავრცელდებოდა, ამისთვის პასუხს მოსთხოვდა. მე ბატონ ზაზა ავუხსენი, რომ ჩემი ინფორმაციით, დავალება გრიგოლ გაგნიძეს ჰქონდა მიღებული, რომ ზაზა ხატიაშვილთან ჰქონოდა ახლო ურთიერთობა, მოეპოვებინა ინფორმაციები, თუ ვის შეხვდებოდა იგი, სად გააგზავნიდა წერილებს და ა.შ. და მიეწოდებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის. ხოლო რაც შეეხება ნიკოლოზ მჟავანაძეს, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას სხვა მიმართულებით ამუშავებდნენ და აძლევდნენ დავალებებს“, - წერს თეა თუთბერიძე.
თუთბერიძის ინფორმაციით, ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე, რომლებიც ამჟამად, ადამიანის უფლებების დამცველები არიან, წინა ხელისუფლების დროს კუდ-ის აგენტები იყვნენ. თუთბერიძე „ფეისბუქზე“ წინა „პოსტში“ წერდა, რომ გაგნიძეს „ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის“ ზაზა ხატიაშვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ჰქონდა დავალებული.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42