რამდენით გაიაფდება საწვავი?
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:59, 02 Apr, 2014     4156

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფარგლებში შეიქმნა კონკურენციის სააგენტო, რომელიც ოფიციალურად 15 აპრილს ამოქმედდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სააგენტო ერთ-ერთ პირველ საკითხად საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლას დაიწყებს.

„წლების მანძილზე არსებული მონოპოლისტური ფასები, კარტელური შეთანხმებები, მთელ რიგ ბიზნესში კიდევ დარჩა, მათ შორის, საწვავის სფეროში, რომელიც ყველაზე პოლიტიზირებული იყო. უნდა იქნას გამოკვლეული, როგორ ხდება ფასწარმოქმნა, საზოგადოებამაც უნდა იცოდეს და თუ რამე ისეთია, შესაბამისი ზომაც იქნეს მიღებული, რადგან ამ ტიპის სამსახური არ არსებობდა, ამიტომაც ახლა, როცა ის იქმნება, მათთვის პრიორიტეტი იქნება, შესწავლონ კარტელური შეთანხმებები და მონოპოლიზებული ბაზარი. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კვლევების შედეგად, ფასწარმოქმნის მექანიზმებზე იმუშავებენ, რამდენად ობიექტური იქნება ეს ფასი და ა.შ.“- აცხადებს დავით ონოფრიშვილი „ალიასთან“ საუბრისას.

მისი თმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის განსაზღვრა თუ რამდენით გაიაფდება საწვავის ფასი.

„თუ გახსოვთ, „ნაციონალები“ ამბობდნენ, საწვავის ფასებიდან 1 ლარს გვედავებიანო, ჩვენ მათ ერთ ლარს კი არა, 15-20 თეთრს ვედავებოდით. მონოპოლისტური ფასებიდან ეს თეთრები მიდიოდა ჯიბეებში. აბა, გადათვალეთ, თვის და წლების მანძილზე ეს 15-20 თეთრი რა თანხას შეადგენს.

გარწმუნებთ, სააგენტო, რომელიც თვის ბოლოსთვის უკვე ამოქმედდება, მნიშვნელოვან კვლევას განახორციელებს და პირველივე ნაბიჯებსაც მალე დაინახავს საზოგადოება...

აქამდე კანონი უნდა მიგვეღო კონკურენციის შესახებ, რომ მერე სააგენტო გაგვეკეთებინა. უცბად რას გააკეთებს სააგენტო, არ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებას მიიღებს, მთავარია, წესიერად იმუშაოს და მასში ჩაიდება ის ინტერესი, რაც კანონის შემქმნელებმა გადავწყვიტეთ,“ - აცხადებს „ალიასთან“ საუბარში დავით ონოფრიშვილი.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42