თეა თუთბერიძე ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა
სოც.მედია - 12:53, 01 Apr, 2014     3163
„თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს „ფეისბუქის“ საშუალებით გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, არ მესმის, არც მინდა გავიგო და ვერც ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანებისას, რომლებიც აღფრთოვანებულ სტატუსებს წერენ ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი თავდასხმის ირგვლივ. ჩემთვის ერთნაირად შემაშფოთებელი იყო და არის თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე, დეპუტატ კობა დავითაშვილზე და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე.
ის ადამიანები კი, ვინც წუხელ მომხდარი დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული კრიმინალური თავდასხმით ნუგზარ წიკლაურზე, აღფრთოვანებას ვერ მალავენ დღეს, არიან ისეთივე მოძალადეები და კრიმინალური მენტალიტეტეის მატარებლები, როგორებიც თავდამსხმელები.
ამიტომ, ნურავინ მეტყვის, რომ ამ ადამიანებს ძალიან აღელვებთ ან აღელვებდათ 2012 წელს პატიმრების ბედი ან ზოგადად, ადამიანის უფლებები. არა, მათ უბრალოდ ეს ყველაფერი გამოიყენეს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ისინი უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, ვერ იტანდნენ. ეხლა კი იმის შესახებ, თუ რატომ მგონია, რომ ეს საქმე დარჩება გამოუძიებელი . . . ამ ადამიანებს, რომლებსაც სახეზე აფარებული ჰქონდათ ნიღბები და შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკით, შეუძლებელია არ ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ ისინი ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებული თუ დაგეგმილი ქმედებისთვის პასუხს არ აგებენ.
ის ფორმები, რაც გამოყენებული იქნა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მიმართ, აშკარად მიანიშნებს იმ ტიპის მეთოდებზე, რასაც ძალოვან უწყებაში მომუშავე პირები იყენებდნენ მათი ხელმძღვანელებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირების მიმართ. როგორც ჩანს, ბრძოლის ეს მეთოდები წარსულს არ ჩაბარებია.
მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება ამ საქმეს ვერ გამოიძიებს, რადგან თუ ის 8 თავდამსხმელი დაისჯება, ისინი აუცილებლად იტყვიან იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, ვისი მითითებითაც შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ განხორციელედა წამება და ძალადობა სასურველი ჩვენებების მიღების მიზნით.
დღეს მოვისმინე ხელისუფლებაში მყოფი არაერთი პირის განცხადება, რომ თურმე დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ორგანიზებული თავდასხმის მიმართ წინასწარ დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ცოტა გამკვირვებია ბატონებო და ქალბატონებო თქვენი. მე არ მახსენდება, მაგრამ იქნებ თქვენ თავად გამახსენოთ თუნდაც ერთი შემთხვევა, როცა თქვენი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში წინასწარ დასკვნების გამოტანისგან და შეფასებებისგან თავის შეკავება გიცდიათ? ოპოზიციაში მყოფებმა, ყოველთვის წინასწარ იცოდით, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ეხლა როცა ხელისუფლებაში ხართ, ეს თქვენი საოცარი უნარი, გამოძიების გარეშე დაგედგინათ სიმართლე, სად გაქრა?“, - წერს თეა თუთბერიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42