რას ყვება წიკლაურზე თავდასხმის თვითმხილველი მოწმე
ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წუხელ დეპუტატზე მომხდარ თავდასხმის თვითმხილველია.
როგორც ჟურნალისტის მონათხრობიდან ირკვევა, იგი ნუგზარ წიკლაურის მეზობელია.
"ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი... მეგონა, მესიზმრებოდა - კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი - "მიშველეთ" და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო, პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული.
ყვირილის გარდა რა შემეძლო. "ახლავე გაუშვით ხელი..., ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!" - ავყვირდი.
რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა. ყვირილი გავაგრძელე და, რადგან სამზარეულოს ფანჯრასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა. მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს. ჩემს ყვირილზე სხვა ფანჯრებშიც აანთეს შუქი და სხვებიც ახმაურდნენ.
მანქანა ჯერ ნელა წავიდა... ნაცემი მიწიდან წამოდგა და ფანჯრისკენ ამოიხედა: ნუგზარ წიკლაური ვარ! დარეკეთ პოილიციაში... მანქანა სწრაფად გავიდა ეზოდან. "ბატონო ნუგზარ, სახლში ადით!" - გადავძახე და ეზოში ჩასვლაც ვცადე, მაგრამ დედაჩემი აყვირდა...
მეტი არაფერი ვიცი. მთელი ღამე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგნენ კორპუსის წინ. პოლიციაშიც, ალბათ, თავად ნაცემმა წიკლაურმა დარეკა. თვითონ თუ აქვს, ალბათ, ისევ ილუზია მხსნელი პოლიციის შესახებ", - წერს ლია ტოკლიკიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მას სახლთან მანქანებით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.
ცნობისთვის, აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა